ოზურგეთში მონკავშირის მაღაზია დაიწვა – არიან დაშავებულები

ოზურგეთის ბაზარში მდებარე მონადირეთა კავშირის მაღაზიას ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დამწვრობა მიიღეს მაღაზიის მეპატრონემ და გამყიდველმაც, რომლებიც ამ წუთებშიც ადგილზე იმყოფებიან. აქვეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხანძრამდე იყო აფეთქების ხმა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ადგენენ.

gurianews.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა