ორგანიზმის ჰიპოთერმია (გადაციება) ძაღლებში – როგორ მოვუაროთ ძაღლს ცივ ამინდში?

მიუხედავად იმისა, რომ სახლში მცხოვრები ძაღლის სხეული სქელი ბეწვითაა დაფარული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის ორგანიზმს სწრაფი თერმორეგულაციის უნარი აქვს და მარტივად შეუძლია ცივ ამინდში დიდხანს ყოფნა.

ძაღლისთვის, რომელიც შეჩვეულია ოთახის ტემპერატურას ( მაგალითად, +18-დან +25 გრადუსამდე), ტემპერატურის უეცარი ცვლილება შესალოა, მის ორგანიზმზე უარყოფითად აისახოს.

ჰიპოთერმია შესაძლოა, გამოვლინდეს რამდენიმე სიმპტომით: კანკალი და თათების კრუნჩხვა.

რისკჯგუფში არიან ლეკვები და პატარა ზომის ძაღლები, რომელთა ორგანიზმს უნარი არ შესწევს სწრაფად მოახდინოს თერმორეგულირების პროცესი. ამიტომ, არსებობს ავად გახდომის დიდი ალბათობა.

როგორ ვიზრუნოთ ძაღლზე ცივი ამინდის პერიოდში?

შეჩვევა
ცივ ამინდში ეცადეთ, ეტაპობრივად გაზარდოთ ძაღლის სეირნობის დრო – ამ ხერხით ცხოველი ნელ-ნელა შეეჩვევა დაბალ ტემპერატურას.

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი
პატარა ტანის ძაღლისა და ლეკვისთვის შეიძინეთ ქურთუკი და რეზინის ჩექმები – ტანსაცმელი ცხოველს დაიცავს ჰიპოთერმიისგან, ასევე – ქიმიური ნივთიერებებისგან, რომლებიც თოვლში ხვდება.

შენიშვნა: ზოგიერთი ვეტერინარი მიიჩნევს, რომ ტანისამოსში ან სხვადასხვა აქსესუარში ცხოველის გამოწყობა რეკომენდირებული არ არის, რადგან ძაღლი/კატა ამ დროს დიდ დისკომფორტს განიცდის. ასევე, სასურველია, ცივ ამინდს ცხოველი ეტაპობრივად შეაჩვიოთ.

კვება
ცივ ამინდში ცხოველის ორგანიზმს ესაჭიროება მეტი ენერგია. ზამთარში ძაღლს სასურველია, რამდენიმე გრამით მეტი საკვები მისცეთ, არ დაგავიწყდეთ ვეტერინართან ვიზიტი, რათა საჭიროების შემთხვევაში შინაურ ცხოველს ვიტამინები შეურჩიოს – ეს დადებითად აისახება მის ჯანმრთელობაზე.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა