ორაგულის მწვადები

Sans titre 67
საჭირო მასალა:
ორაგულის ფილე _ 200 გრ

სოიის სოუსი _ 1 ს.კ.

კოჭა _ 1 ჩ.კ.

ლიმონის წვენი _ ½ ჩ.კ.

ზეთისხილი _ 8 ცალი

მცენარეული ზეთი, შავი პილპილი

მომზადება:
აურიეთ ერთმანეთში ლიმონის წვენი, ცედრა, წვრილად დაკუწული კოჭა და სოიის სოუსი. გემოვნების მიხედვით მოაყარეთ პილპილი.

ორაგულის ფილე დაჭერით კუბიკებად (დაახლოებით 20 გრამი რომ იყოს თითოეული). თევზი მომზადებულ სოუსში მოათავსეთ და 30-60 წუთით დატოვეთ.

შემდეგ მორიგეობით ააცვით ჯოხებზე, წალამზე ან რაც გაქვთ, იმაზე, თევზი და უკურკო ზეთისხილი (ზეთისხილი წინასწარ ცივ წყალში ჩადეთ 15 წუთით). მოაპკურეთ ზეთი და მწვადები გრილზე შეწვით. ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ ჰაერღუმელში ან ტაფაზე.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა