ნორვეგიაში მატარებლებმა 4 დღის განმავლობაში 106 ირემი იმსხვერპლეს (+ვიდეო)

ნორვეგიაში მატარებლებმა 4 დღის განმავლობაში 106 ირემი იმსხვერპლეს. ნორვეგიის ჩრდილოეთით ირმების მიგრაციის გზებს რკინიგზა კვეთს. ბოლო 3 წლის მანძილზე მატარებლების დაჯახების შედეგად უკვე 2000 ცხოველზე მეტი მოკვდა, ხოლო უკანასკნელი 3 დღის მანძილზე დახოცილი ცხოველის რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.

ნორვეგიის ტერიტორიაზე 250 000 ჩრდილოეთის ირემი (лат. Rangifer tarandus) ცხოვრობს, უმეტესობა – ქვეყნის ჩრდილოეთ მხარეს. სიცივეების დადგომისთანავე მათ საკვების საძიებლად დიდი ტერიტორიის გადალახვა უწევთ. ამ ტერიტორიაზე რკინიგზა გადის.

ანუ, 2017 წელს 4 დღის განმავლობაში, 22-დან 25 ნოემბრამდე, ნორვეგიის ჩრილოეთით, სატვირთო მატარებლების მიერ 106 ირემი იქნა მოკლული. ნორვეგიელმა რეჟისორმა იონ ერპინ უტსიმ ამის ფოტომტკიცებულება წარადგინა და ამ სანახაობას უწოდა ”სისხლიანი აბაზანა, რომელიც რამდენიმე კილომეტრზეა გადაჭიმული”.

მისი სიტყვებით, საშინელება იყო არა მხოლოდ მოკლული ირმების დიდი რაოდენობა, არამედ ის, რომ ბევრი მათგანი დაჯახების შემდეგ კიდევ ცოცხალი იყო და წამებით ღაფავდა სულს.
ოლე ჰენრიკ კალფელმა აღნიშნა, რომ მან სატრანსპორტო კომპანიას შეატყობინა ამ დღეებში ირმების მიგრაციის შესახებ, თუმცა, მემანქანის თქმით, პასუხი არ მიიღო ”ტექნიკური პრობლემების” გამო.

ირმების სიცოცხლისთვის იმ საშიშ ადგილებში კი, რომლებზეც დიდი ხანია საუბრობენ მეირმეები, ღობეებს ”არასაკმარისი ფინანსების” გამო ვერ აკეთებენ.

წყარო: zooclub.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა