ნადირობის სეზონი ზოგიერთ რეგიონში 1 სექტემბერს გაიხსნება

ყურადღება!!! კარგი სიახლე! სეზონი ყველგან 18 აგვისტოს იხსნება! მთელი საქართველოს მასშტაბით…

რედაქტირების თარიღი 17/08/2018


საქართველოს ზოგიერთ რეგიონში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი, აგვისტოს მესამე შაბათის ნაცვლად 1 სექტემბერს დაიწყება… აღნიშნული ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ დევს “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო” – ს გვერდზე და ინტერნეტში გავრცელდა მონადირეთა კლუბ “ოჩოპინტრეს” მიერ.

ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ ვესაუბრეთ ცხელ ხაზს და დაადასტურეს რომ მაღალმთიან რეგიონებში სეზონი 1 სექტემბრიდან იხსნება, ასევე აღნიშნეს რომ ძალიან ბევრი ზარია ამ თემასთან დაკავშირებით და ხვალ გამოქვეყნდება ყველა ცვლილება და სიახლე, ინფორმაცია დაიდება გარემოსდაცვის დეპარტამენტის საიტზე – moe.gov.ge

ძალიან ცუდია როცა სეზონის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე ხდება ნადირობის სეზონის გადაწევა! თუ ინფორმაცია არ მივიდა ყველას ყურამდე (და ვფიქრობთ რომ ძალიან რთულია ყველას ყურამდე მიტანა) ეს ყველაფერი გამოიწვევს უდანაშაულო ადამიანების დაჯარიმებას…

ისღა დაგვრჩენია ინფორმაციის შესახებ მოვუყვეთ და გავაგებინოთ ყველას რომ ამ ამბვის გაუგებრობის გამო ვინმე არ დაჯარიმდეს და უსიამოვნებები არ შეიქმნას.

ნადირობის სეზონი 1 სექტემბერს გაიხსნება შემდეგი მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე: ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, წალკა, დმანისი, დუშეთი და თიანეთი.

სხვა რეგიონებში კი სეზონი გაიხსნება 18 აგვისტოს.

ქვემოთ კი წყარო მოცემული ინფორმაციის, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი მთლიანად კლუბ “ოჩოპინტრეს”.

წყარო: ochopintre.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა