ნადირობის სეზონი 20 აგვისტოს იხსნება

Untitled 5

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას აუცილებელია იცოდეთ:

პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს;

  1. გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი), ღირებულება 10 ლარი.
  2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი:

  • ბანკის დასახელება: სახელმწიფო ხაზინა;
  • ბანკის კოდი: TRESGE22
  • ანგარიშის ნომერი: ხაზინის ერთიანი ანგარიში;
  • ბიუჯეტის შემოსულებების სახაზინო კოდი: 3 0077 3033

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის აღმნიშვნელი ოთხნიშნა ციფრი (ამ შემთხვევაში 0077 აღნიშნავს თბილისს) განსხვავებულია თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად.
დეტალური ინფორმაციის და დამატებითი ინსტრუქციის სანახავად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ბმულს:

ლიცენზიის აღების ინსტრუქცია და ქალაქების/მუნიციპალიტეტების სახაზინო კოდები

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის დადგენილი მოთხოვნები:

ნადირობა აკრძალულია:
–  სახელმწიფო ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში;
– საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში.

აკრძალულია გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისას შემდეგი მეთოდების გამოყენება:

  •  მცენარეული საფარის დაწვა;
  • გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
  • ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა; საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
  • ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
  • მთელი წლის განმავლობაში აკრძალულია ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა (გარდა სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა).

ნადირობისას დაშვებულია:

  • მონადირე ძაღლების გამოყენება;
  • მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) მთელი წლის განმავლობაში ნადირობისათვის დაშვებულ ტერიტორიებზე. (პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები).
  • სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადსტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.

 

ნადირობა დაშვებულია შემდეგი სანადირო იარაღების გამოყენებით:
ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);
დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;
ე) სანადირო პნევმატური იარაღი.

 

ნადირობის წესების დარღვევად ითვლება:
ნადირობა შესაბამის დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით.
ნადირობის წესების დარღვევაზე გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები;
ამასთან, გარეული ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას ემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხაც.
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები გათვალისწინებულია ასკ 86-ე და 893-ე მუხლებით;
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ზომები გათვალისწინებული
სსკ 301-ე მუხლით.

 

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით

 

ლათინური დასახელებაქართული დასახელება  ვადები        გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები
სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა
1Anser anserრუხი ბატი01.11 – 01.035 ცალი
2Anas streperaრუხი იხვი01.11 – 01.033 ცალი
3Anas creccaჭიკვარა (სტვენია იხვი)01.11 – 01.035 ცალი
4Anas platyrhynchosგარეული იხვი01.11 – 01.036 ცალი
5Anas querquedulaიხვინჯა (ჭახჭახა იხვი)01.11 – 01.033 ცალი
6Anas clypeataფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი01.11 – 01.033 ცალი
7Fulica atraმელოტა01.11 – 01.036 ცალი
8Anas acutaკუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი01.11 – 01.033 ცალი
9Anas penelopeთეთრშუბლა იხვი01.11 – 01.036 ცალი
10Anser albifronsდიდი თეთრშუბლა ბატი01.11 – 01.035 ცალი
11Aythya ferinaწითელთავა ყვინთია01.11 – 01.033 ცალი
12Aythya fuligulaქოჩორა ყვინთია01.11 – 01.035 ცალი
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია, მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე
1Anser anserრუხი ბატი10.09 – 10.113 ცალი
2Anas streperaრუხი იხვი10.09 – 10.112 ცალი
3Anas creccaჭიკვარა (სტვენია იხვი)10.09 – 10.113 ცალი
4Anas platyrhynchosგარეული იხვი10.09 – 10.115 ცალი
5Anas querquedulaიხვინჯა (ჭახჭახა იხვი)10.09 – 10.112 ცალი
6Anas clypeataფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი10.09 – 10.112 ცალი
7
Fulica atra

 

მელოტა10.09 – 10.115 ცალი
8Anas acutaკუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი10.09 – 10.112 ცალი
9Anas penelopeთეთრშუბლა იხვი10.09 – 10.113 ცალი
10Anser albifronsდიდი თეთრშუბლა ბატი10.09 – 10.113 ცალი
11Aythya ferinaწითელთავა ყვინთია10.09 – 10.112 ცალი
12Aythya fuligulaქოჩორა ყვინთია10.09 – 10.113 ცალი
სხვა ფრინველები
1Scolopax rusticolaტყის ქათამი15.10 – 01.033 ცალი
2Gallinago gallinagoჩიბუხააგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე5 ცალი
3Coturnix coturnixმწყერიაგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე20 ცალი
4Columba palumbusქედანიაგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე10 ცალი
5Columba liviaგარეული მტრედიაგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე10 ცალი
6Columba oenasგულიო (გვიძინი)აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე10 ცალი
7Streptopelia turturჩვეულებრივი გვრიტიაგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე10 ცალი

ნადირობის ლიცენზიით მოსაპოვებელი გადამფრენი ფრინველების კატალოგი, ვადები და რაოდენობა

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა