ნადირობა მამაკაცის არსში დევს – ზაზა ხუციშვილი

როდესაც მე გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ამირჩიეს, ამან დიდი აგრესია გამოიწვია, რომ როგორ შეიძლება მონადირე იყოს გარემოს დამცველი. მინდა, გითხრათ, რომ ადამიანმა თავისთვის მტრულ გარემოში სწორედ ნადირობით და შეგროვებით გადაირჩინა თავი. ეს არის მისი პირველი პროფესია, რომელიც გენეტიკაში, მამაკაცის არსში დევს. – განაცხადა დეპუტატმა, ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ხუციშვილმა ტელეკომპანია პირველთან საუბრისას.

მისი თქმით, ნადირობა ნებადართულია მსოფლიოს ყველა ქვეყანაში – „არც ერთი ჩვენი წამყვანი რელიგია, რომელიც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოიცავს, არც ქრისტიანობა, არც ისლამი, ნადირობას, ხორცის ჭამას არ კრძალავს. ამიტომ ნადირობასთან ბრძოლა არ მიმაჩნია სწორად”.

მონადირეები იყვნენ ფოლკნერი, ჰემინგუეი, რევაზ ლაღიძე… – ამბობს დეპუტატი.

მოდის აღდგომა, ქართულ სუფრებზე მომზადდება უამრავი ბატკანი, საახალწლოდ იკვლება გოჭები… ამას არავინ აპროტესტებს ხომ? რა მნიშვნელობა აქვს ფორმას (როცა სახეობის პოპულაციას არ ემუქრება საფრთხე), თუკი შედეგი იგივეა? – კითხვას სვამს ხუციშვილი.