მწყერი

https://inadire.ge/wp-content/uploads/2015/12/Sans-titre-15.jpg
https://inadire.ge/wp-content/uploads/2015/12/Sans-titre-23.jpg
https://inadire.ge/wp-content/uploads/2015/12/Sans-titre-19.jpg
https://inadire.ge/wp-content/uploads/2015/12/Sans-titre-17.jpg
https://inadire.ge/wp-content/uploads/2015/12/Sans-titre-13.jpg
https://inadire.ge/wp-content/uploads/2015/12/Sans-titre-21.jpg
https://inadire.ge/wp-content/uploads/2015/12/Sans-titre-11.jpg

მწყერი – Coturnix coturnix – Перепел


მწყერი გავრცელებულია ევროპაში, დასავლეთ აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხდება თითქმის ყველგან მობუდარი ფრინველის სახით. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში (გარდაბნის) ზოგჯერ ატარებს ზამთარსაც. ვერტიკალურად ვრცელდება 2200 მ-მდე.

ბინადრობს ველებზე, მინდვრებში, ახოებზე, მთათა კალთებზე, მდინარეთა ნაპირებზე, კულტურულ ლანდშაფტევში (ბაღი, ბოსტანი და სხვ.). არ ერიდება ადამიანის სამოსახლოს სიახლოვეს. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 9-15 კვერცს, კრუხობის ხანგრძლივობა აღწევს 17 დღემდე. კრუხად ჯდება და მართვეთა აღრზდაზე ზრუნავს მხოლოდ დედალი. მწყრის ძირითად საკვებს შეადგენს მცენარეთა თესლები, ფოთლები, ნორჩი ყლორტები და კვირტები. ჭამს აგრეთვე მწერებს, ობობებს, მცირე ზომის ლოკოკინებს. ზოგჯერ დიდი რაოდენობით ანადგურებს კალიებს, ფარვანებსა და სხვა სახის მავნე მწერებს. სარეველა მცენარეთა თესლით კვებით მწყერს სარგებლობა მოაქვს.

იაპონელებმა მწყერი ათასწლეულის წინ მოიშინაურეს, საიდანაც სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ქათმისნაირ ფრინველთა შორის ყველაზე პატარაა მწყერი, რომლის წონა 90-120 გრამს შორის მერყეობს. მას საკმაოდ გემრიელი ხორციც აქვს. მისი ხორცი საუკეთესო საშუალებაა ქოლეცისტიტის და კუჭის წყლულის სამკურნალოდ.მწყერი სხვა ფრინველებთან შედარებით ნაკლებად ავადდება, ამიტომ მის კვერცხს მედიცინაშიც კი იყენებენ სხვადასხვა ვაქცინის დასამზადებლად. მწყრის კვერცხი შეიცავს ბევრ ამინომჟავას, მაკრო და მიკროელემენტს. მისი კვერცხი ორგანიზმიდან რადიოაქტიური ნივთიერებების გამოდევნას უწყობს ხელს.

ცნობილია მწყრის რამდენიმე ქვესახე, რომელთაგან საქართველოს ფარგლებში მოიპოვება ჩვეულებრივი მწყერი – Coturnix coturnix

მწყერი სანადირო-სარეწაო და სპორტული ნადირობის ობიექტია.

ცოტა რამ მწყერზე ნადირობაზე:
მწყერზე მასობრივად ნადირობენ. გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში იგი მასობრივად ბუდობს აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში. ნადირობა ზაფხულის დასასრულს იწყება. შემოდგომის პირველ თვეში მწყერი ემზადება გადასაფრენად და იგი დიდი რაოდენობით თავს იყრის გადაფრენის დიდ გზებზე, შავი ზღვის პირას და პატარა განშტოებულ გზებზე, რომლებიც მოემართებიან ჩრდილოეთ კავკასიიდან მდინარე არაგვის, მტკვრისა და ალაზნის გასწვრივ. მიჰყვება რა ამ მდინარეების დინებას, ის აღმოსავლეთით მიდის სპარსეთის გავლით სამხრეთისაკენ, ხოლო შავი ზღვის ნაპირებზე მდებარე გადაფრენის გზებით ოსმალეთისაკენ და შემდეგ უფრო სამხრეთით.

ასეთი მიგრაციის შედეგია ის, რომ მწყერზე ნადირობა აღმოსავლეთ საქართველოში ადრე იწყება და შემოდგომის პირველ ნახევარში თითქმის მთავრდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში, უმთავრესად შავი ზღვის სანაპიროზე, მხოლოდ შემოდგომაზე იწყება. თუ აღმოსავლეთ საქართველოში ამ ფრინველზე ნადირობა თითქმის ყოველდღე შეიძლება დასავლეთ საქართველოში მხოლოდ იმ დღეებში ნადირობენ როდესაც გადაფრენისას მწყერების დიდი კოლონიები ცუდი ამინდების გამო ზღვის სანაპიროზე რჩებიან და უცდიან გამოდარებას.

დაწესებულია მწყერზე ნადირობის ნორმა ერთი ნადირობის დროს. მასზე ნადირობენ თოფით და მონადირე ძაღლით. დასავლეთ საქართველოს ზოგ ადგილებში (უმეტესწილად გურიასა და აჭარაში) შემორჩენილია ნადირობა დამჭერი ფრინველებით.

ყურადღება!!! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და ნახეთ ყველა სიახლე პირველმა