მსოფლიოში ყველაზე ღრმა უფსკრული საქართველოში მდებარეობს

Sans titre 3
კრუბერის გამოქვაბული (ვორონია-კრუბერის გამოქვაბული) – აფხაზეთში, არაბიკის მასივში (კირქვული მასივი გაგრის ქედის დასავლეთ ნაწილში) მდებარეობს. დედამიწაზე დღემდე აღმოჩენილ გამოქვაბულთაგან იგი ყველაზე ღრმაა (სიღრმე – 2190 მ). სახელი ეწოდა ალექსანდრე კრუბერის (რუსი გეოგრაფი. სპელეოლოგიის აღიარებული მკვლევარი) პატივსაცემად.

არაბიკის მასივი

არაბიკის მასივი

გზა უფსკრულისაკენ

გზა უფსკრულისაკენ

Sans titre 9
”უფსკრულში” შესასვლელი ზღვის დონიდან დაახლოებით 2250 მეტრზე მდებარეობს. ეს უღრმესი კარსტული გამოქვაბული გახლავთ ჭების კასკადი, რომელთაც აერთიანებს გალერეები და ვიწრო გადასასვლელები. ზოგიერთი ქვაბულის სიღრმე 1000 მეტრია, ზოგისაც – მეტი.

110

51

161

გამოქვაბულთან არაერთი რეკორდია დაკავშირებული, მაგალითად ვორონია-კრუბერის გამოქვაბულში მსოფლიოს ყველაზე პატარა მდინარე რეპრუა მირაკრაკებს (სიგრძე 18 მეტრი) და შემდეგ შავ ზღვაში ჩაედინება.
91

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი უკავშირდება “უძირო გამოქვაბულს”. აქ შეხვდებით მიწის ქვეშეთში მობინადრე ცხოველს. მეცნიერებმა 1980 მეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს და დაარქვეს Plutomurus Ortobalaganensis.

პირველად გამოქვაბული ქართველმა სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს 1960 წელს და 95 მეტრამდე გამოიკვლიეს. მეორედ კრუბერა კრასნოიარსკელმა სპელეოლოგებმა 1968 წელს მოინახულეს და უკვე 210 მეტრზე გამოიკვლიეს. შემდგომი ექსპედიციები სულ უფრო ღრმად ჩადიოდნენ მიწის ქვეშ და ახალ სიღრმეებს აღწევდნენ. 2007 წლისთვის რეკორდი უკრაინელმა სპელეოლოგმა დაამყარა, რომელმაც 2191 მეტრის სიღრმეზე შეძლო ჩასვლა, რაც შეეხება ქალბატონებს, პირველი რეკორდსმენი ქალი გახლდათ ლიტველი საულე პენკენე.
111

121

81

221

181

161

Sans titre 11
პოსტში მოცემული ფოტოები გადაღებულია სტივენ ალვარესის მიერ, რომელიც სპეციალიზებულია გამოქვაბულების გადაღებებზე, მისი ნამუშევრები იბეჭდება ისეთ ჟურნალებში, როგორებიცაა Time Magazine და National Geographic


ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა