მატანში მონადირეებისგან გამოქცეული შვლის ნუკრი გადაარჩინეს

ახმეტის რაიონის სოფელ მატანის მოსახლეობამ მონადირეებისგან გამოქცეული შვლის ნუკრი გადაარჩინა. ამის შესახებ ცხოველთა დამცველი ირმა მთიულიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, შველი, რომელსაც მონადირეები მისდევდნენ მეძებარი ძაღლებით, მოსახლეობამ დაიჭირა და გარემოს დაცვის თანამშრომლებს გადასცა.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ბაწარა-ბაბნეურის სახელმწიფო ნაკრძალის დირექტორმა გიორგი სიმონიშვილმა განუცხადა, შვლის ნუკრი ნაკრძალში გაუშვეს.

„ერთ-ერთმა ადგილობრივმა შეატყობინა გარემოს დაცვის თანამშრომლებს შვლის ნუკრის შესახებ. გარემოს დაცვის თანამშრომლებმა ცხოველი პოლიციასთან და რეინჯერებთან ერთად ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალში გაუშვეს“, – აღნიშნა გიორგი სიმონიშვილმა.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა