მგელმა გორში ცხვრის ფარა გაანადგურა

მგელმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიში ცხვრის ფარა გაანადგურა, ამის შესახებ ,,ნიუპოსტის” კორესპონდენტი იტყობინება. არსებული ინფორმაცით ვალიშვილების ოჯახის კუთვნილ ცხვრის ფარას მტაცებელი წუხელ გვიან ღამით დაესხა თავს, მტაცებელმა 30 ცხვარი შეჭამა. გერონტი ვალიშვილის თქმით ზარალი მასშტაბურია, მისივე თმით მტაცებელმა ცხვრბი უკვე მესამედ დაუგლიჯა. ფერმერი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა