ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში ასაფეთქებელი საშუალებით თევზაობდნენ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე სვირში სამართალდამრღვევი თევზაობდა მდინარე ყვირილაზე ასაფეთქებელი საშუალების გამოყენებით.
შედგა შესაბამისი ოქმი.