მეგობრობის თასი – იმართება ჩემპიონატი სპორტინგი


25 ივნისს სოფელ წოდორეთში, წოდორეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ღია შეჯიბრი სპორტინშგში (თეფშებზე სროლაში) “მეგობრობის თასი” წოდორეთი 2017.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა 18 წელს მიღწეულ პირს , ვისაც გააჩნია სანადირო/სპორტული გლუვლულიანი (ორლულიანი,ნახევარავტომატური) 12 ყალიბიანი თოფის ტარების ნებართვა (თოფის საბუთი),
შეჯიბრში მონაწილეობის საფასურს შეადგენს 30 ლარი.
დამატებითი ინფორმაცია დაიდება უახლოეს დღეებში. მსურველთა სიაში ჩაწერა დაწყებულია.
შეჯიბრის ორგანიზატორები – აკო გულუა გიორგი ვარდოსანიძე არჩილ სარჯველაძე.
საკონტაქტო ნომრები: 598232432  599486004  598009157
პ.ს. წოდორეთი 2017 წარმოადგენს “მეგობრობის თასის” გახსნით შეჯიბრს, შემდგომში “მეგობრობის თასი” ჩატარდება საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში!

შეკრების ადგილი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ გუგლის რუკაზე

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა