მეჭვავიასებრნი – ფრინველთა ხმები


ტყის ქათამი – Scolopax rusticola
ჩიბუხა – Gallinago gallinago ჭოვილო (გოჭა) – Gallinago media ჭყიმპო – Lymnocryptes minimus

ეს კატეგორია განახლების პროცესშია. ეტაპობრივად დაემატება სხვა ხმები…

უკან დაბრუნება, ფრინველთა ხმების კატეგორიაში


მეჭვავიასნაირნი (Charadriiformes), ფრინველთა რიგი. აერთიანებს 3 ქვერიგს: თოლიებს (3 ოჯახი), ალკებს (1 ოჯახი) და საკუთრივ მეჭვავიებს (13 ოჯახი). რიგში გაერთიანებულია 113 (87) გვარის 289 სახეობა. მეჭვავიასნაირნი გავრცელებული არიან არქტიკიდან ანტარქტიკამდე და ზღვის დონიდან მთამაღალამდე. მეჭვავიასნაირთა მასა 20 გ – 3 კგ აღწევს. ბუდობენ მიწაზე ან კლდეებში, იშვიათად ქვებქვეშ სოროებში. დედალი დებს 1-4, ჩვეულებრივ ჭრელ კვერცხს. იკვებებიან ხმელეთისა და წყლის უხერხემლოებით, ზოგი — თევზით. მეზღვიები და ტანად დიდი თოლიები ანგრევენ სხვა ფრინველებთა ბუდეებს, ჭამენ ნარჩენებსა და მძორს. საქართველოში ბინადრობს მცირე წინტალა, მსევანი, შავულა, მებორნე, ტყის ქათამი. ზამთრობს პრანწია, დიდი ჭოვილო, ჩიბუხა და ჭყინპო. მიმოფრენისას გვხვდება 31 სახეობა, მ. შ. ყელსახვევიანი წინტალა, ზღვის წინტალა, ფეხჭოჭინა ანუ ოჩოფეხა და სხვა.