მდინარის მიერ ნაპირზე გამორიყული ხის შეგროვება დასჯადი იქნება

Untitled 6
მდინარის მიერ ჩამოტანილი ხის მასალაზე მმართველი გუნდი გადასახადის დაწესებას გეგმავს. გარემოს დაცვის სამინისტრომ პარლამენტში უვე შეიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მოსახლეობას მასალის შეგროვებაზე ნებართვის აღება და ერთ კუბურ მეტრში 2 ლარის გადახდა მოუწევს. ნებართვის გარეშე კი ნაპირზე გამორიყული ხის შეგროვება დასჯადი იქნება და მოსახლეობას 500 ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს.

კანონპროექტის განხილვა უკვე ჩავარდა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში. გარემოს დაცვის კომიტეტს მასზე ჯერ არ უმსჯელია თუმცა წინასწარი მონაცემებით მმართველი გუნდი მას მხარს დაუჭერს. მიზეზად კი უმრავლესობის დეპუტატები ისევ ადგილობრივებზე ზრუნვას ასახელებენ. გარემოს დაცვის სამინისტრო პარლამენტს ამ კანონპროექტის მიღებას დაჩქარებული წესით სთხოვს.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა