მდინარის გადალახვა (ფორსირება)

surat

როგორ გადავლახოთ მთის მდინარე სწორად და უსაფრთხოდ.

ლაშქრობის დროს ხშირად გვიწევს სხვადასხვა სირთულების გადალახვა,ერთერთი მათგანი რათქმაუნდა მთის სწრაფი მდინარის გადავლაა,რაც როგორც ერთი შეხედვით ჩანს არც თუ ისე იოლია.როგორც წესი მდინარების გადალახვა ხდება იმ ადგილას სადაც წარმოიქმნება ე.წ ფონი.ჩვენი უსაფრთხოება დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწორად ავარჩევთ ფონს.

 

რამოდენიმე სასარგებლო რჩევა:
  • ლაშქრობის წინ აუცილებლად შეისწავლეთ ის ადგილი სადაც მოგიწევთ გადაადგილება,გაითვალისწინეთ რომ მთის მდინარეებში წყლის დონე სწრაფად იმატებს,ამიტომ სადაც გადასასვლელი გეგულებოდათ შეიძლება სულაც არ დაგხვდეთ.
     ყურადღება: თუ მდინარის სიჩქარემ გადაჭარბა 4მ/წამს არ არის რეკომენდირებული მისი გადავლა.გაითვალისწინეთ მდინარის გადავლა მოითხოვს დიდ კონცენტრაციას თუ ძალიან დაღლილები ვართ რეკომენდირებულია გადასვლის წინ დავისვენოთ რათა არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევა,დაღლილობის ფონზე კონცენტრაციის შესაძლებლობა გაცილებით დაბალია
  • აუცილებლად უნდა დააფიქსიროთ საბოლო წერტილი სადაც აპირებთ გადასვლას.
  • არ იქნება ურიგო თუ თავს დავიზღვევთ გადასვლისას ყველა ჩვენ ხელთ არსებული საშუალებით.
  • აცულებლად უნდა დაყენზეს 2-3 კაცი მდინარის ჩაყოლებაზე იმ შემთხვევისთვის თუ ვინმეს წაიღებს.
თუ არიცით ფონის ცნობა ნუ ჩახვიდეთ წყალში
თუ რუკაზე არ არის აღნიშნული (როგორც წესი არასდროს არ არის აღნიშნული) მდინარეზე გადასასვლელი,მაშინ გვიწევს ჩვენთვითონ შევარჩიოთ შესაფერისი ფონი ამისთვის უნდა გავითვალისწინოთ რამოდენიმე რჩევა:
  • მდინარე სადაც წყლის დონე დაბალია ხშირად წარმოქმნის პატარა კუნძულებს და გუბეებს.
  • სწორ პირდაპირ მონაკვეთზე მდინარე დიდდება და ტავისთავად ფართოვდება რაც ანელებს მის დინებას.
  • თუ დავაკვირდებით ბილიკთან შეიძლება აღმოვაჩინოთ ძველი მდინარეზე გადასასვლელი რომლითაც ვიღაცამ ისარგებლა ადრე.

 ყურადღება: თუ მდინარარეში ვამჩნევთ პატარ პატარა წინაღობებს,ასეთ ადგილებს უნდა მოვერიდოთ ვინაიდან მდინარის ფსკერი აუცილებლად იქნება უსწორმასწორო მსგავს ადგილას,სადაც დიდი რაოდენობით ხის ნაგლეჯები და დიდი ლოდები იქნება.

 

მდინარეზე გადასვლის რამოდენიმე ხერხი

ნებისმიერი მდინარეზე გადასვლა იწყება მხოლოდ მას შემდეგ,როცა ყველაზე გამოცდილი მოლაშქრე დაზვერავს მდინარის იმ ნაწილს სადაც აპირებთ გადასვლას.სასურველია მოლაშქრე იყოს ჩანთის გარეშე და ზედაპირს ამოწმებდეს წინასწარ ჯოხის დახმარებით.მდინარე აუცილებლად უნდა გადავკვეთოთ არა პირდაპირ არამედ მდინარის დინების საპირისპიროთ,წინაღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მდინარებ მუხლებში ადვილად მოგვკეცოს ამიტომ ყოველთვის ვმოძრაობთ დინების საპირისპიროთ ასევე გადავადგილდებით დიაგონალურად.

 

ყურადღება: როდესაც ხდება მდინარის დაზვერვა აუცილებელია ყველამ უყუროს თუ რა მარშუტით გადადგილდება მზვერავი მოლაშქრე რათა ზუსტად გაიმეორონ იგივე,უსაფრტხო არის მხოლოდ ის მარშუტი რომელიც დაიზვერა და არა ის რომელიც თქვენ გეჩვენებათ უსაფრთხოდ

 

აუცილებლად უნდა დავაყენოთ “დამჭერები” ადამიანები რომლებიც მოლაშქრის წარების შემთხვევაში შეძლებენ დაიჭირონ ის,როგორც წესი ეს ადამიანები ფიზიკურად ძლიერები არიან.

 

ყველაზე გავრცელებული ხერხი მდინარის გადასვლისას არის როცა 2 მოლაშქრეს აქვს თოკი გაჭიმული და მისი დახმარებით მესამე გადადის მდინარეზე,რაც რათქმაუნდა შესანიშნავი ხერხია თუ სწორად გამოვიყენებთ.ყველაზე ხშირად აქ უშვებენ შეცდომათ თოკი იჭიმება პირდაპირ რაც არასწორია,თოკი უნდა გაიჭიმოს აუცილებლად დიაგონალზე,საწყისი წერტილი უნდა იყოს ქვემოთ ხოლო საბოლო წერტილი ზემოთ,მოლაშქრებ გადადგილება უნდა დაიწყოს დინების საწინაღმდეგოდ.კიდევ ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ამ დროს არის არასწორი პიზიციის შერჩევა,მოლაშქრე აუცილებლად უნდა იმყოფებოდეს არა თოკის დინების საპირისპირო მხარეს არამედ პირიქით მდინარის დინების მხარეს.ამ მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს შემდგომში თუ მოლაშქრეს დაუცდა ფეხი თოკის ზევით მდგომი ადამიანი ადვილად შეძლებს თოკის დაჭიმვას და მის წყლიდან ამოყვანას. ამ მეთოდის დროს რეკომენდებულია ზედა და ქვედა მხარეს ტოკს გავუკეთოთ მარყუჟები უკეთესი ფიქსაციისთვის ასევე დედა წერტულს თუ გადავჭიმავთ ხეზე უკეთესია თუ გვაქვს ამის საშუალება.

 

მდინარის გადალახვის ერთ-ერთი ხერხია ე.წ ადამიანების ჯაჭვი,როდესაც მოლაშქრები დგებიან მხარდამხარ და ისე გადადიან მდინარეს.ამ მეთოდს გამოიყენებენ მაშინ როდესაც ჯგუფში გვყავს სუსტი წევრები,ჯაჭვში მოზრაობის დროს მათი ძალების კომპესირებას ძლიერი მოლაშქრები ახდენენ.ჯაჭვში მოძრაობის დროს მთელ დატვირთვას იღებს პირველი 2 მოლაშქრე,ამიტომ ჯგუფის თავში ყოველთვის ყველაზე ძლიერი ადამიანები უნდა დავაყენოთ ხოლო შუაში სუსტი მოლაშქრები,მაგრამ არა ერთად,ჯაჭვში განლაგება უნდა იყოს სუსტი ძლიერის პრინციპით.

 

ყურადღება: ჯაჭვში გადადგილების დროს ჯგუფის ყველა წევრი ერთი მყარად შეკრული გუნდია,თუ ჯაჭვი გაწყდა გუნდის მთლიანი სიძლიერე იკარგება და ჯგუფის წევრები როგორც წესი ვარდებიან მდინარეში.
როგორც წესი მდინარეის გადალახვის დროს ხშირად გვხდება ხიდები თუმცა ვინ იცის რომელს უფრო ძლიერი ემოცია ახლავს მდინარის გადალახვას და დასველებას თუ უბრალოდ ხიდზე გადასვლას

Untitled 5

მოლაშქრეთა კლუბი “იეტი”

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა