мц 21-12

მც 21-12 შეიქმნა სპორტული და სამონადირეო თოფების ცენტრალურ საკონსრტქციო ბიუროში ტულაში(ЦКИВ СОО) ვ.ა.ნიკოლაევის მიერ. საცალო წარმოებით იწარმოებოდა ЦКИВ СОО -ში 1956-1964 წლებში.მასიური წარმოება დაიწყეს ტულის საიარაღო ქარხანაში 1965 წელს. თოფის ავტომატიკის მუშაობის პრინციპი დაფუძვნებულია მოძრავი ლულის უკუცემის პრინციპზე ლულის გასწვრივ მცოცავი საკეტით. ეს სისტემა აღებული იყო ლეგენდარული ამერიკელი კონსტრუქტორის ბრაუნინგის 1905 წლის მოდელის ნახევრად ავტომატური თოფიდან auto-5.

ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) – 12×70
ლულის სიგრძე (სმ) – 76
მთლიანი სიგრძე (მმ) – 127
წონა (კგ) – 3.7
ვაზნების ტევადობა (ც) – 4+1
ლულის შევიწროება (მმ) – 1

თოფის გადატენვა ხორციელდება მოძრავი ლულის გრძელი უკუ სვლით ბოლომდე გადაადგილებით და შემდეგ ლულის დამაბრუნებელი ძლიერი ზამბარით მისი წინ სვლისას.მოკლედ თოფის მექანიზმის მუშაობის შესახებ. საკეტი ჩაკეტილია ლულასთან მისი სრძოლო საყრდენით, რომელიც შესულია ლულის კუდის ნახვრეტში და მოძრაობს ვერტიკალურად. გასროლისას ლულაში მშექმნილი წნევა აწვება საკეტს, რომელიც ლულასთან ერთად გადაადგილებს უკან, როდესაც საკეტი და ლულა მიაღწევს უკუ სვლის ბოლო წერტილს საკეტის გამაჩერებელი ბერკეტი აჩერებს საკეტს ლულა კი დამაბრუნებელი ზამბარის ზემოქმედებით გადაადგილდება წინ საწყის მდგომარეობაში, ამ დროს ლულის სპეციალური შვერილი ათავისუფლებს ჩარჩოში მარჯვენა გამაჩერებელზე მყოფ ვაზნას რომელის მიეწოდება ლულის ქვეშა მჭიდიდან, მომდევნო ვაზნას კი აჩერებს ჩარჩოში არსებული მარცხენა გამაჩერებელი. ლულის მიერ განთვისუფლებული ვაზანა ინერციით ეჯახება საკეტის გამაჩერებელ ბერკეტს რომელიც ათავისუფლებს საკეტს. გათავისუფლებული საკეტი გადაადგილდება წინ და ვაზნა რომელმაც გაათავისუფლა ათავსებს ლულის სავაზნეში. შემდეგ ხდება გასროლა და იგივე მექანიზმის მუშაობის ციკლი სანამდე არ გამოილევა ვაზნა. მიუხედავად იმისა რომ ზედა პირულად ავხსენი ძირითადი მექანიზმის მუშაობის პრინციპი, ძნელი მისახვედრი არ არი რომ მექანიზმი საკმაოდ რთულია.მოითხოვს დიდ შრომას და ცოდნას მისი მექანიზმის ურთიერთ მოეგებისას და აწყობისას.ბრაუნინგის 1905 წლის მოდელი, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობდა მონადირეებს შორის1995 წლიდან აღარ იწარმოება. მისიწარმოება იყო უფრო მეტი შრომა ტევადი რაც იწვევდა ფასით სიძვირეს სხვა თოფბთან შედარებით. ვეღარ გაუძლო კონკურენციას ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებულ ნახევრად ავტომატურ თოფებს, რომლებიც არის მსუბუქი, ავტომატიკის მუშაობის პრინციპი დაფუძვნეულია გაზის უკუცემის და ინერციული საკეტის ხარჟზე, რაც ზრდის თოფის სიზუსტეს, ჩქარ სროლას და რაც მთავარია მექანიზმის უფრო საიმედო მუშაობას.მიუხედავათ ამისა, როგორც ავღნიშნეთ ტულაში დღესაც იწარმოება მც 21-12, ხოლო რით ხსნის ამ მოდელის აქამდე წარმოებას ტულის საიარაღო ქარხანა ნამდვილად არ ვიცი.


რაც შეეხება თვითონ თოფს მიუხედავად მოძრავი ლულისა საფანტის სიმკვეთრე (ჭრა) და დაჯგუფება შეიძლება ჩაითვალოს დამაკმაყოფილებლად. ლულას გააჩნია 1მმ შევიწროების სპეციპიკური სრული ჩოკი.მთლიანობაში თოფი უფრო მისაღებია წყალ მცურავ ფრინველებზე სანადიროდ რადგან მისი წონიდან 3,7 კგ-დან გამომდინარე, 76 სმ-იანი სიგრძის ლულით და სრული ჩოკით მწყერზე ნადირობა უფრო გმირობის ტოლფასი იქნება ვიდრე ჩვეულებრივი ნადირობა, რომლიდანაც ვღებულობთ დიდ საიმოვნებას. ამ ყველაფერს თუ დავამატებთ იმასაც, რომ დაბალი მუხტის და საფანტის მქონე ვაზნის გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. თვალსაჩინო ხდება მისი როგორც ყველა სახეობის ნადირობისთვის გამოყენება არა პრაქტიკულია. თანამედროვე კარგი ხარისხის ვაზნების პირობებშითოფი მუშაობს გამართულად რასაც ვერ ვიტყოდი რუსული ადრეული წარმოების ვაზნებზე, რაც ძირითადი მიზეზი იყო თოფის შეფერხებითი მუშაობის. ასევე ადრე წარმოებული თოფები უფრო დახვეწილია და შესრულებულია მაღალი ხარისხით. ერთი სიტყვით ყველა ნივთმა იცის შეყვარება და მიჩვევა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე თოფები უფრო პრაკტიკულია და შესაძლებელია მათი გამოყენება ყველა სახეობის ნადირობისთვის, მაინც ვერ ელევიან თვიანთ თოფებს, რომლებთანაც ნადირობისას გატარებული აქვთ მრავალი წელები და განუცდიათ არა ერთი სიხარული ნადირობისას. ამიტომ ყველა თოფი რაც კი წარმოებულა ყველა მისაღებია და ყველას გააჩნიათავისი დანიშნულება. როცა რომელიმე თოფებს და მათ სისტემებს ვადარებთ ერთმანეთს ამდროს უნდა ითქვას ხოლმე ის დადებითი და უარყოფითი მხარეები რაც გააჩნდა ადრე წარმოებულ თოფებს და რა გააჩნია თანამედროვე ახალი ტექნოლოგიებით წარმოეულ თოფებს. ასევე თუ რომელი ცნობილი ბრენდის მიერაა წარმოებული და რა სისტემით, რადგან თოფების სისტემა და მათი შესრულების ხარისხია განმსაზღვრელი რომელი თოფი უფრო ძვირია და უფრო კარგი. თოფის სიტემების და მათი მექანიზმების კლასიფიკაციის გარეშე ვერ გავიგებთ და ვერ შევადარებთ ერთმანეთს რატო ჯობია ეს მოდელი მეორეს და რატო ღირს კონკრეტული მოდელი მეორეზე უფრო ძვირი. 

წყარო: gorda.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა