MC (МЦ) 21-12 – დაზიანებული

sans-titre-10მინდა ერთ საყურადღებო ფაქტზე გავამახვილო მონადირეების ყურადღება, რაც დაკავშირებულია მც 21-12-თან. დიდიხანია მინდოდა გამეფრთხილებინა მონადირეები ვინც ჟერ კიდევ “მც 21-12” -ით ნადირობს. ბევრჯერ მქონია პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა, მაგრამ უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო ჩემი რჩევა მოვიძიე დაზიანებული კალაპოტი, რომელსაც გადავუღე სურათები იმისათვის რომ თვალნათლივ ნახონ რა დაზიანებაზეა სუბარი. მონადირეების უმეტეს ნაწილს მიაჩნია, თუ თოფში გამოიყენებენ გადამეტებული დოზის მქონე ვაზნებს ამით ურო მეტ შედეგს მიაღწევენ. შედეგზე რომ არაფერი ვთქვათ, გასათვალისწინებელია ის, რომ ბევრი დენთის მუხტი საშიშია როგორც თოფისთვის ასევე მონადირესთვის. ამ შემთხვევაში ძლიერი ვაზნის გამოყენებამ გამოიწვია მც-ეს კალაპოტის არხების დაზიანება რაშიდაც მოძრაობს ლულა და საკეტი.

(მც-ში სროლისას ლულა გადაადგილდება უკან საკეტთან ერთად). ძლიერი მუხტის მქონე ვაზნამ იმხელა ვიბრაცია განაცდევინა სროლისას ლულას, როგორც ჰორიზონტალური ასევე ვერტიკალური მიმართულებით, რომ ლულამ ამოგლიჯა კალაპოტის არხის ზედა კედლები, რამაც პრაქტიკულად თოფი გამოიყვანა მწყობრიდან. დაზიანება თვალნათლივ ჩანს სურათზე. ამიტომ ყურადსაღებია ეს ფაქტორი, ასეთი ლულის კალაპოტი შეკეთებას აღარ ექვემდებარება. თუმცა აღასანიშნავია ისიც, რომ გახეთქილი ლულების ელექტრო შედუღებას აკეთებებენ მავანნი და ალბათ ასეთ დაზიანებასაც ასევე ელექტრო შედუღებით გადაწყვეტენ. მე არ ვიცი ვინ რა ხერხით გადაწყვეტს ამ პრობლემას, მაგრამ ყველას ვურჩევ ასეთი მეთოდით საფრთხის წინაშე იყენებენ თავს. მე ვურჩევ ყველას, ნადირობა რომ არ იქცეს კიდევ უფრო მეტი ხარჯიანი და უსაფრთხო, ჯობია გამოვიყენოთ შესაბამისი მუხტის მქონე ვაზნები რაც განკუთვნილია შესაბამისი მოდელის თოფისთვის. მც-ში შესაძლებელია მაქსიმუმ 36 გრამიანი ვაზნის გამოყენება თუ სისტემატურად არ მოხდება მისი გამოყენება. მაგალითად: 36 გრამიანი ვაზნა შეიძლება გამოვიყენოთ ბატზე მსხვილი საფანტის სროლიასას, მგელზე შველზე კარტეჩის და ასევე ცხოველზე ჟაკნის სროლისას. ასეთ შემთხვევებში პრაქტიკაში არ ხდება ხშირად სროლა აღნიშნულ ფრინველზე თუ ცხოველზე და ამიტომ ასეთ მცირე სიხშირით სროლებს თუ სისტემატური სახე არ ექნება, თოფისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. არავითარ შემთხვევაში 40 გრამიანი ან მითუმეტეს 50 გრამიანი ვაზნის გამოყენება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევეში ადრე თუ გვიან ასეთი დაზიანება სანატრელი გახდება თუ მონადირე გადაურჩა ტრამვას. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს ან გაეცინოს კიდეც ჩემს ამგვარ რჩევაზე, მაგრამ კარგი იქნება თუ გაითვალისწინებენ ჩემს რჩევას.

არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას თუ რა დაზიანების მქონე თოფები რა მიზეზეით მოხვედრილა ჩემს ხელში, უბრალოდ არ ვისურვებდი ანალოგიური დაზიანების მქონე თოფი კიდევ ერთხელ მენახა ვინმეს ხელში, მითუმეტეს ღმერთმა ყველა დაიფაროს რაიმე უბედური შემთხვევიდან რაც საზიანო იქნება ჯანმრთელობისთვის.

 

mc-21-12

gorda.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა