მარნეულში მამაკაცი ტურამ დაკბინა

მარნეულში მამაკაცი ტურამ დაკბინა. როგორც ,,ინტერპრესნიუსისათვის” გახდა ცნობილი, შემთხვევა ქალაქ მარნეულში მოხდა. მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ მამაკაცს ქვედა კიდურებზე წვივის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. ცენტრის სპეციალისტის ნათელა მაჭარაშვილის განცხადებით, მამაკაცს შესაბამისი აცრები ჩაუტარდა და 10 დღის განმავლობაში ის სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
ცენტრში აცხადებენ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2017 წელს ტურის მიერ ადამიანის დაკბენის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

წყარო: interpressnews.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა