მალე ოკეანეებში უფრო მეტი პოლიეთილენი იქნება, ვიდრე თევზი

Sans titre 21
2050 წლისთვის ოკეანეებში უფრო მეტი პოლიეთილენის ნარჩენი იქნება, ვიდრე თევზი. ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. კვლევის მიხედვით, პოლიეთილენის ნარჩენების 32% სანაგვეებიდან გადის და ეკოსისტემაში, მათ შორის ოკეანეებში ხვდება.

კერძოდ, ყოველწლიურად ოკეანეებში დაახლოებით 8 მილიონი ტონა პოლიეთილენის პარკი ჩადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ წუთში ეკოსისტემაში ერთი სატვირთო მანქანით სავსე პოლიეთილენი ხვდება. ანალიტიკოსების პროგნოზით, 2030 წლისთვის ეს მოცულობა 2-ჯერ გაიზრდება, 2050 წლისთვის კი 4-ჯერ. შედეგად დაახლოებით 35 წელიწადში ოკეანეებში უფრო მეტი პოლიეთილენის პარკი იქნება, ვიდრე თევზი.

“ყველაზე დიდი პრობლემა ამ კუთხით ისაა, რომ პოლიეთილენის პარკებს ძირითადად ერთჯერადი მოხმარებისთვის იყენებენ. ეს პრობლემა გავლენას ახდენს ოკეანის მთელ ეკოსისტემაზე”, – აღნიშნა პოლიეთილენის შედეგად დაბინძურების კოალიციის ხელმძღვანელმა, დაიანა კოენმა.

კოენი პოლიეთილენის ნარჩენების გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობებს საჭირო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ ყველას გვაქვს შესაძლებლობა შევამციროთ დღიურად პოლიეთილენის მოხმარება”, – აღნიშნა დაიანა კოენმა.

Sans titre 27

Sans titre 29

Sans titre 25

Sans titre 24

Sans titre 22

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა