ძაღლის (ლეკვის) გაწვრთნა

[good-old-gallery id=”323″]

საკუთარი ადგილის ცნობა
როგორც კი სახლში მოიყვანთ ლეკვს, მაშინვე იზრუნეთ მის საკუთარ ადგილზე, სადაც მისი საწოლი იქნება მოთავსებული. ამ წუთიდან დაწყებული პატარამ მხოლოდ ამ ადგილას უნდა დაიძინოს. შესაძლოა, თავიდან რამდენიმე ღამე ლეკვის წკმუტუნმა ძილი დაგიფრთხოთ, მაგრამ არ აყვეთ ემოციებს და არავითარ შემთხვევაში არ წაიყვანოთ თავისი ადგილიდან, მითუმეტეს თქვენ საწოლში. მოგიწევთ ადგეთ და თქვენი ხელით მიიყვანოთ თავის ადგილას. იმისათვის, რომ შეჩვევის პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს, კარგი იქნება თუ საწოლ კალათაში დედის ადგილსამყოფელიდან წამოღებულ ნაჭრის ნაწილს ჩაუდებთ. მშობლიური სურნელი დაამშვიდებს ლეკვს, უფრო სწრაფადაც მიეჩვევა თავის ადგილს.

სისუფთავე-ჯანმრთელობის გარანტია

სისუფთავის სიყვარული – ეს ერთერთია იმ მთავარი წესჩვეულებებიდან, რომელსაც თავიდანვე უნდა მიაჩვიოთ ლეკვი. არასდროს მისცეთ უფლება სახლში მოისაქმოს იქ, სადაც მოესურვება. თავიდან, სანამ ლეკვი სულ პატარაა, შესაძლოა მისცეთ უფლება სახლში გაზეთზე მოისაქმოს, როგორც კი ყველა საჭირო აცრას გაუკეთებთ და გარეთ გაყვანის საშუალება მოგეცემათ, დაიწყეთ პატარის მიჩვევა გარეთ მოსაქმებას. იმისათვის, რომ თქვენი პაატრა უპრობლემოდ მიაჩვიოთ გარეთ მოსაქმებას, როგორც კი შეამჩნევთ „გუბის“ დაყენებას აპირებს, მშვიდად გაიყვანეთ გარეთ. თუ ვერ მოასწარით გაყვანა „გუბის“ დაყენებამდე, მაინც საჭიროა მისი გარეთ გაყვანა. თქვენი ლეკვი ძალიან მალე აითვისებს გაკვეთილებს და მომავალში დროულად მოგთხვოთ ტუალეტს.

სახელი
კარგად აღზრდილმა ლეკვმა უნდა იცოდეს რა ქვია და საკუთარი სახელის გაგონებაზე რეაგირებას უნდა ახდენდეს. სახლში მისი გამოჩენისთანავე ეცადეთ ხშირად მიმართოთ სახელით, ხოლო როცა სახელის გაგონებაზე თავის თქვენსკენ მობრუნებას დაიწყებს, შეაქეთ, მიეფერეთ და რაიმე სასუსნავით გაუმასპინძლდით. პატარა ძალიან მალე, რამდენიმე დღის განმავლობაში მიეჩვევა თავის სახელს და ყოველ დაძახებაზე დაგეკონტაქტებათ.

ჭამის დრო
პატარაობიდანვე მიაჩვიეთ ლეკვი თავისი საკუთარი ჯამიდან ჭამას. არავითარი თხოვნები და სასუსნავები, თუ არ მეცადინეობს. აჭამეთ პატარას ერთი და იგივე დროს, არა საერთო მაგიდასთან ან მის გვერდზე, არამედ მისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილზე. კვების რეჟიმთან ამგვარი მიდგომით, თქვენი ლეკვი ეჩვევა დისციპლინას, რომელიც ხელს უშლის მავნე ჩვევების განვითარებას და არ მიცემს უფლებას, საჭმელი მოითხოვოს საერთო სუფრიდან.

საყელური 
რაც არ უნდა ვთქვათ, ქალაქის პირობებში საყელური და გამოსაბმელი თოკი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ნივთებია. აგრესია რომ არ გამოიწვიოს, ლეკვის მიჩვევა საყელურისთვის თანდათანობით უნდა მოხდეს. დაიწყეთ თამაშით. თქვენი ყოველდღიური გართობის დროს შეუმჩნევლად გაუკეთეთ ლეკვს რბილი საყელური, რომელსაც ძალიან არ მოუჭერთ, რათა ლეკვს დისკომფორტი არ შეექმნას. ასეთი გაკვეთილები დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ თამაშისას, და იმეორეთ იქამდე, სანამ საყელური აღარ იქნება ლეკვისთვის უხერხულად ასატანი. როგორც კი თქვენი ლეკვი მიეჩვევა საყელურს გადადით გამოსაბმელი თოკის მიჩვევაზე. თავიდან რბილი თოკი მიაბით საყელურზე, რომელიც უფლებას მიცემს თამაშისას თავისუფლად იკოტრიალოს იატაკზე, რამდენიმე ასეთი გაკვეთილის შემდეგ კი, ხელში დაიჭირეთ გამოსაბმელი თოკი და ნაბიჯ-ნაბიჯ ასწავლეთ როგორ მოიქცეს.

რაც უფრო ადრე ასწავლით ლეკვს სასარგებლო ჩვეულებებს, მით უკეთესი იქნება როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი აღსაზრდელისთვის. რაგდანაც ასაკის მატებასთან ერთად, თქვენ გიმცირდებათ მისი კარგად აღზრდის შანსი. ამ დროს კი იგი უსწრაფესად ითვისებს ცუდ ჩვევებს.

სისუფთავისადმი შეჩვევა 
ადრე თუ გვიან (უფრო ადრე), თქვენი ახალი ლეკვი მოისაქმებს იატაკზე. პირველ რიგში, აიღეთ გაზეთი და დადეთ იგი მოსაქმებულ ადგილას, რათა მან შეიწოვოს შარდი. შეინახეთ გაზეთი. შემდეგ აიღეთ ტილო, საპონი და წყალი, გარეცხეთ იატაკი და გაამშრალეთ იგი კარგად. შემდეგ სველი გაზეთის ნაჭერი დადეთ მშრალი გაზეთებისაგან შექმნილ საკმაოდ დიდი მონაკვეთის მოხერხებულ კუთხეში. ყოველთვის, როდესაც მოწმინდავთ ძაღლის მოსაქმებულს, დატოვეთ სველი გაზეთის ერთი ნაჭერი მშრალ გაზეთებზე. ყოველი ზუსტი მოხვედრის შემდეგ აუცილებელია მისცეთ ლეკვს რაიმე გემრიელი. მოხარშული ხორცი ან ქათამი სრულიად შესაფერისი იქნება ამ მიზნისათვის. 10 დღეც არ გავა, და თქვენი მიზანი იქნება მიღწეული!

დატოვეთ ლეკვი ღამით. სავარაუდოდ, იგი დაიწყებს ტირილს და ყმუილსაც კი, ზოგიერთი ლეკვი ძალიან ჟინიანია თქვენთან მოახლოების სურვილის თვალსაზრისით. მაგრამ დატოვეთ იგი ღამით მარტო. ეს შეიძლება ჟღერდეს უხეშად, თუმცა ასეთი პროცედურა საუკეთესოა, რაშიც შემდგომში თავად დარწმუნდებით. უბრალოდ მიეცით წკმუტუნის საშუალება: ადრე თუ გვიან იგი დაიღლება.გათენებისას დაელოდეთ, სანამ ლეკვი მოშარდავს, და მხოლოდ ამის შემდეგ აჭამეთ. ლეკვები, ჩვეულებრივ, ტუალეტში გაღვიძებისთანავე, ძილის წინ, საჭმელის ყოველი მიღებისა და ყოველი “ჩუმი საათის” შემდეგ დადიან. “შეცდომათა” რაოდენობის შესამცირებლად, დასვით იგი გაზეთზე უფრო ხშირად პირველი რამდენიმე დღის მანძილზე მანამ, სანამ იგი არ მიხვდება გაზეთების არსებობის არსს.

სისუფთავისადმი მიჩვევა – უბრალო რამ არის, თუ ამას სწორად გააკეთებთ. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ საქმე გაქვთ გარდაუვალობასთან. გააფრთხილეთ მისი მოთხოვნილება მანამ, სანამ ამას თავად იზამს. პირველ რამდენიმე შეცდომაზე არაფერი უთხრათ, განსაკუთრებით პირველი 24 საათის მანძილზე. შემდეგ, თუ იგი არ დაგიჯერებთ, მიუთითეთ შეცდომაზე და ჩუმად, მაგრამ მტკიცედ უთხარით: “ფუ!” ამის გაკეთება საჭიროა დამაჯერებლად და მკაცრად. ლეკვი უნდა მიხვდეს, რომ რაღაც ცუდი ჩაიდინა, მაგრამ ძალიან არ შეაშინოთ. ამის გარდა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ცემა ან ყვირილი. მოახდინეთ ყველაფრის ორგანიზება ისეთნაირად, რომ მას არ ჰქონდეს ურჩობისა და დასჯის ობიექტად ყოფნის შესაძლებლობა. უფრო ხშირად შეაქეთ იგი კარგი საქციელისათვის და წააქეზეთ.

ლეკვის დასჯა მოშარდვის შემდეგ რამდენიმე წუთში სრულიად არაეფექტურია. ამის მიუხედავად, შეიძლება არასასურველ ადგილას მოშარდვის მცედლობების რაოდენობის შემცირება, თუ ყურადღებით უთვალთვალებთ ლეკვს იმ მომენტში, როდესაც იგი დაიწყებს ფუსფუსს და დამახასიათებელი პოზის მიღებას, და ხმამაღლა დაუკრავთ ტაშს. არავითარ შემთხვევაში არ ღირს ძაღლის გაზეთზე დასმა და მისი ხელით დაკავება. ამან შესაძლოა გამოიღოს უკუეფექტი.
საჭიროა განსაკუთრებული გულმოდგინეობით გარეცხოთ ყველა ის ადგილი, რომელიც დასვარა ლეკვმა. უსიამოვნებების თავიდან აცილების მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია ხალიჩის და თეთრეულის გაფუჭებასთან, არ შეუშვათ ლეკვი საძინებელში, არ დაიძინოთ ლეკვთან ერთად. დადგით რამდენიმე ადგილას ფარდულები, კუთხეებში დააფინეთ ბევრი გაზეთი. სწორედ იმ ადგილას, სადაც ლეკვი ყველაზე ხშირად ისაქმებს. გარკვეული დროით ჩაკეტეთ ლეკვი ერთ ადგილას (უმჯობესია სააბაზანოში) ფარდულით ან იატაკზე დაფენილ გაზეთებთან ერთად.

თუ ვერაფერი აიძულებს ლეკვს ისარგებლოს ფარდულით ან გაზეთით, ჩაკეტეთ იგი რამდენიმე დღით გალიაში ან მოათავსეთ ვოლიერში, სადაც იატაკი მთლიანად იქნება დაფარული გაზეთებით. თანდათანობით შეამცირეთ გაზეთებით დაფარული ტერიტორია. 2-3 კვირაში შედეგი უნდა იყოს დადებითი. თანდათანობით შეამცირეთ ფარდულთა და გაზეთების რაოდენობა სხვადასხვა კუთხეში. დაიწყეთ ლეკვის გაშვება ოთახებში, თავიდან იმ ოთახში სადაც მას არასოდეს მოუსაქმავს, შემდეგ კი დანარჩენებში. თუ შეცდომები ისევ დაიწყება, ესე იგი, თქვენ იჩქარეთ და საჭიროა მოქმედება უფრო ნელა, “ნაბიჯ-ნაბიჯ”.

სისუფთავის მიჩვევა შეიძლება დაჩქარდეს, თუ 1,5 – 2 თვის ასაკიდან საკვების მიცემის შემდეგ ლეკვის სურვილზე – გააჭუჭყიანოს სახლი – ვუბრძანებთ “არ შეიძლება” და გავიყვანთ მას საცხოვრებელი ადგილიდან. ან მივაჩვევთ, რომ ისარგებლოს სპეციალური ყუთით, რომელშიც ჩაყრილი იქნება სილა. პირველად სილიანი ყუთი საჭიროა დავუდოთ ლეკვს უშუალოდ საფენის სიახლოვეს, რომ ადვილად შეძლოს მისი მოხმარება, ხოლო შემდგომში მოშორებით და უფრო გვიან კართან. ამით ლეკვი ეჩვევა სახლიდან გასვლას, ხოლო როცა წამოიზრდება, სილა შეიძლება მთლიანად ავიღოთ.

ლეკვის მიჩვევა ტუალეტისადმი 
ყოველ ჩვენთაგანს უყვარს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები და იცის, რომ სანამ იგი არაა ვაქცინირებული, ქუჩაში ვერ გავასეირნებთ. ამის გამო, ქალაქის მაცხოვრებელს უწევს მისი მიჩვევა ტუალეტისადმი სახლში საჭირო ადგილას.

ძალზე წარმატებულია, თუ ლეკვს უკვე ასწავლა დედამ ან მომშენებელმა ქაღალდზე ან მსგავს რამეზე სიარული. მაშინ ახალმა მფლობელმა უბრალოდ უნდა მიადევნოს თვალი იმას, თუ სად მიანიჭებს ტუალეტის გაკეთების უპირატესობას ლეკვი და ეგრევე დადოს იმ ადგილას ქაღალდი. შემდეგ ყურადღებით უნდა მიაქციოთ ყურადღება ლეკვის ქცევას. როგორც წესი, ლეკვი ტუალეტში დადის ძილის, ჭამისა და თამაშის შემდეგ. როდესაც იგი იწყებს ტრიალს ადგილის მოძებნის მიზნით, რათა დაჯდეს – აკურატულად წაიყვანეთ იგი ამისათვის განკუთვნილ ადგილას. მოსაქმების შემდეგ მხიარულად შეაქეთ იგი და გაუმასპინძლდით რაიმე გემრიელობით.

თუ თამაშის დროს ლეკვი არასასურველ ადგილას მოისაქმებს, არ ეჩხუბოთ, იგი პატარაა და ასეთი კაზუსების განმეორება შესაძლებელია ქუჩაში სეირნობის დაწყების შემდეგაც. მითუმეტეს თუ თქვენც იმდენად ჩაერთეთ ერთობლივ თამაშში, რომ დაგავიწყდათ მისი ქაღალდზე წაყვანა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ოთხფეხა მეგობრებს, ისევე როგორც ჩვენ, შეიძლება გაუჩნდეთ ფსიქომატიური დაავადებანი (ან ქცევის სერიოზული პათოლოგიები), ხოლო როგორც ცნობილია, მათი წარმოქმნის მიზეზები ჩადებულია ბავშვობაში, და სწორედ მაშინ ფორმირდება მისი ფსიქოლოგიური პროფილი. ასეთგვარად, რაც უფრო დიდი ყურადღებითა და სიყვარულით მივეპყრობით ლეკვს, მით უფრო მარტივი იქნება ახალგაზრდობაში მისი აღზრდის პროცესი, და რაც მთავარია, მით უფრო მეტ ნათელ გრძნობას გაჩუქებთ იგი ცხოვრების მანძილზე.

არ უნდა შევწყვიტოთ დელიკატური პროცესი, თუ იგი უკვე დაწყებულია, შეაჩვიეთ საკუთარი თავი მუდმივად გყავდეთ ლეკვი თვალთახედვის არეში და ყოველჯერ შეამოწმეთ, რისთვის გადის ლეკვი ოთახიდან. ეს ასევე დაგეხმარებათ შემთხვევით მივიწყებული ნივთების გადარჩენაში ახალგაზრდა მკვლევარის ბლაგვი კბილებისაგან.

მთლად ცუდია, როდესაც ძაღლს ეჩხუბებიან ჩადენილიდან რამდენიმე საათში. ლეკვი შეიძლება ვერ მიხვდეს, თუ კერძოდ რამ გააბრაზა მფლობელი, მაქსიმუმ: იგი შეძლებს პატრონის სიბრაზის დაკავშირებას გროვის არსებობასთან, მაგრამ ორგანიზმის ფუნქციონირების შეცვლა მას არ ძალუძს, ამიტომაც საწყალი ლეკვი ალაგებას მისთვის ერთადერთი არსებული ხერხით დაიწყებს: იგი მას შეჭამს, რაც ბევრისათვის ნაცნობი დაავადების – კაპროფაგიის – წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზია, ის კი ძალიან რთულად ექვემდებარება კორექტირებას. ამ მიჩვევის მოშორება პატრონისათვის ძალზე რთული იქნება.

თუ ლეკვი არ იყო შეჩვეული ტუალეტისადმი მომშენებელის მიერ, მაშინ საჭიროა იატაკის ზედაპირის დაფარვა გაზეთებით. გარკვეული დროის შემდეგ გაზეთების დატოვება საჭიროა მხოლოდ ხშირ ადგილებში და თანდათანობით მათი ფართობისა და რაოდენობის შემცირება. შეიძლება გამოვიდეს ისე, რომ ლეკვი ტუალეტში დადის ეგრევე საჭმლის შემდეგ და, გაზეთი, ასეთგვარად, ხვდება სამზარეულოში. საჭირო იქნება რამდენიმე დღის მანძილზე ამ მეზობლობის ატანა და გაზეთის გადაადგილება რამდენიმე სმ-ით სასურველ მხარეს.

რამდენიმე კვირაში ლეკვი დაიწყებს სეირნობას. ძალიან ხშირად, როდესაც ლეკვს ახსოვს თუ სად უნდა მოისაქმოს, სეირნობის შემდეგ ყველაფერი სახლში მოაქვს, რათა ქაღალდზე მოისაქმოს. ნუ შეშინდებით. ისეირნეთ მასთან ერთად უფრო დიდხანს, რათა მან ბოლოს მაინც ეზოში ქნას. შეგიძლიათ ასუნინოთ ძაღლს სხვათა გროვები, რათა იგი მიხვდეს, რომ ქუჩაში ასევე შეიძლება ტუალეტში სიარული. ამავე დროს, როდესაც ძაღლი ქუჩაში მოსაქმებას ჯერ კიდევ ეჩვევა, ყოველი ასეთი მოსაქმების შემდეგ აუცილებლად შეაქეთ და აჩუქეთ რაიმე გემრიელობა.

 

ძაღლის ჰიგიენაზე ზრუნვა
ძაღლის ჰიგიენისათვის საჭიროა შემდეგი ნივთები: სავარცხელი, უხეში ჯაგრისი, რკინის ჯაგრისი, ქეჩა, შალის ნაჭერი, ბამბა, ჩვარი.

სავარცხლით უნდა დაივარცხნოს თმა მისი ზრდის, თავის, კისრისა და კუდის მიმართულებით. შემდეგ კი რკინის ჯაგრისით. მას შემდეგ რაც ეს პროცედურა ჩატარდება, უნდა გაიწმინდოს შალის ნაჭრით.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყურის ნიჟარის გასუფთავებას. ჭუჭყს აცილებენ შალის ნაჭრით.

თვალების გაწმენდისას უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე. ბამბა უნდა დავასველოთ ნელ-თბილი წყლით და ფრთხილად გავუწმინდოთ. ამ დროს ძაღლს თვალები დახუჭული უნდა ჰქონდეს.

 

დამჯერობის, მორჩილების სწავლება; მავნე ჩვევების აღკვეთა 
მოზარდ ლეკვთან, განსაკუთრებით ხვადთან, ურთიერთობისას, შესაძლებელია წარმოიშვას მცირე კონფლიქტური სიტუაციები, რომლებსაც შემდგომში, სათანადო ღონისძიებების მიღების გარეშე, შეუძლიათ ურთიერთობაში პრობლემების შექმნა. მაგალითად, როდესაც ოჯახის რომელიმე წევრი ცდილობს წაართვას ძაღლს სათამაშო ან საკვები, ან უახლოვდება მას იმ მომენტში, როდესაც მას უჭირავს სათამაშო ხახით ან საგანი მის გვერდით დევს – ძაღლი იღრინება, ზოგჯერ კბენასაც კი ცდილობს. ამას ეწოდება – აგრესია ლიდერობისათვის ბრძოლაში. არასწორია იმაზე ფიქრი, რომ ასეთი ქცევა ნორმალურია, რომ ძაღლი უბრალოდ იცავს საკვებს, ან ადგილს, ან რომ ძაღლთან კარგი ურთიერთობა ნიშნავს ყველაფერ იმის შესრულებას, რასაც იგი ითხოვს. აუცილებელია იმთავითვე აღმოფხვრათ ასეთი საქციელი და აჩვენოთ ლეკვს, თუ ვინ არის სახლის პატრონი. საჭიროა მკაცრად დასაჯოთ ძაღლი და დაიწყოთ წვრთნა დამჯერობის შემუშავებაზე.

ერთ-ერთ სანაშენეშ იყო ასეთი პრაქტიკა: ლეკვი შეიძინეს 8 თვის ასაკში ოჯახში, სადაც იყვნენ 3 და 5 წლის ბავშვები. ლეკვის საბოლოოდ წაყვანამდე, ქალბატონი ორჯერ მივიდა, რათა უფრო ახლოს გაცნობილიყო ლეკვს. ძაღლს იგი მოეწონა და მეორედ გაცნობისას ლეკვი სიამოვნებით ეჯდა ხელებში და ეთამაშებოდა. სანაშენეში ლეკვი ვერ ხედავდა პატარა ბავშვებს და არც იცოდა მათი არსებობის შესახებ. როდესაც მფლობელმა მიიყვანა იგი ახალ სახლში, ბავშვები ხმაურით მიცვივდნენ მასთან. ლეკვს თავიდან შეეშინდა და მიებღუჯა ნაცნობი ადამიანის ფეხებს. მფლობელმა აიყვანა იგი ხელში და მისი დამშვიდება სცადა. შედეგად ლეკვმა დაუღრინა ბავშვებს. შემდგომში ქალბატონს აუხსნეს მისი არასწორი ქმედებები, რის შემდეგაც ლეკვის ხელში აყვანა ბავშვების გარემოცვაში აღარ ხდებოდა. ბავშვებმა დაიწყეს ლეკვის ყოველდღიური კვება და იგი მიეჩვია მათ, აღარ უღრენდა და უკვე სიამოვნებით ეთამაშებოდა. პატრონის მხრიდან კარგი ქცევისათვის წაქეზებამ და ბავშვების მიმართ აგრესიის გამოვლენისათვის რბილმა დასჯამ გამოიღო დადებითი შედეგები.

არ მოექცეთ ძაღლს ისე, როგორც პატარა ბავშვებს! ძაღლი – გროვის წევრია და ემორჩილება ამ გროვის კანონს. პატრონი ყოველთვის გროვის ლიდერია, ძაღლი უნდა იყოს ბოლო ადგილზე.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ძაღლთა მფლობელებს უსიამოვნებებს ანიჭებს – საკვების ან ალერსის მოთხოვნაა. თავიდან ძაღლის მოთხოვნილებას არ მოჰყვება დიდი უსიამოვნებები, მაგრამ ხშირად სიტუაცია კონტროლიდან გამოდის. როდესაც იგი იწყებს ფხაჭვნას, ხმამაღლა ყეფას, ხტუნვას – ეს ძლიერ მოქმედებს ოჯახის წევრების ნერვულ სისტემაზე. თეორიულად ამ პრობლემის გადაჭრა მარტივია. ამისათვის მფლობელმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება – არასოდეს მისცეს ძაღლს ის, რისი მიღწევაც სურს მას თხოვნით. ამის გარდა, არ შეიძლება არასასურველი ქმედებების ჩახშობა მისთვის რაიმე ნივთის მიცემით; მაგალითად, ძაღლი ყეფს, როდესაც მთელი ოჯახი მაგიდასთან ზის და სადილობს. არ ღირს ძაღლისათვის სათამაშოს მიცემა მისი გაჩუმების მიზნით. ამგვარად, თქვენ შესაძლოა მხოლოდ განამტკიცოთ ძაღლის მიდრეკილებები. თუ მას არ აქვს ყეფის მოთმინების შესაძლებლობა, პატრონი დამაჯერებლად უნდა ადგეს მაგიდიდან და მკაცრი ხმით გააძევოს ძაღლი “ადგილზე” ან მკაცრად დასაჯოს, რათა იმთავითვე მოაშლევინოს არასასურველი ქცევა.

არსებობს არასასურველი ქცევის გადაჩვევის კიდევ ერთი კარგი მეთოდი. უნდა ადგეთ, გახვიდეთ ოთახიდან და დააიგნოროთ ძაღლი. ასეთი ხერხი ერთგვარი რბილი დასჯის ტოლფასია.

 

“ჩემთან!” ბრძანების სწავლება 
ლეკვისათვის “ჩემთან!” ბრძანების სწავლება საჭიროა უპირველეს ყოვლისა. დაუძახეთ ლეკვს მისი სახელით და დაამატეთ მხიარული ხმით “ჩემთან!” თუ ლეკვი მაშინვე მოვა, მიეცით მას სასუსნავის პატარა გემრიელი ნაჭერი და მოეფერეთ. ქუჩაში ბრძანება უნდა ჟღერდეს ხშირად და მას ყოველთვის უნდა მოჰყვებოდეს გემრიელი ჯილდო.

წაქეზება უნდა ხდებოდეს მაშინვე, რაც ნიშნავს, რომ ბრძანების წარმოთქმისას სასუსნავი ყოველთვის უნდა იმყოფებოდეს პატრონის ხელში. დაჯილდოება საჭიროა არა პატრონთან ნებისმიერი მისვლისათვის, არამედ მხოლოდ ბრძანების შედეგად მისვლის შემთხვევაში.

მეორე მეთოდი მდგომარეობს შემდეგში: თუ ძაღლი არ მოდის პატრონის დაძახებაზე, უკანასკნელმა ისე უნდა ქნას, თითქოს მიდის სადმე მის გარეშე. ძაღლს არ უყვარს მარტოობაში დარჩენა და წაჰყვება თავის პატრონს. ამ დროს კვლავ დაუძახეთ და მოსვლისთანავე დააჯილდოვეთ ძაღლი სასუნავის ნაჭერით, შეაქეთ და მოეფერეთ.

“ფუ!” ბრძანების სწავლება 
ლეკვი ყოველთვის შეასრულებს თქვენთვის არასასურველ ქმედებებს და იმისათვის, რომ ისინი ჩვევაში არ გადაეზარდოს, ლეკვმა უნდა იცოდეს ბრძანება “ფუ!”

ამ ბრძანებისადმი მიჩვევა საჭიროა 2-თვის ასაკიდან. სხვა ბრძანებების მსგავსად, ძაღლმა ეს ბრძანებაც უნდა შეასრულოს დაუყონებლივ. “ფუ!” ბრძანებას ამბობენ მკვეთრი და მკაცრი ხმით, რომელიც გამოხატავს პატრონის უკმაყოფილებას. ერთდროულად მას მოჰყვება წკეპლის ან სპეციალური მათრახის სუსტი დარტყმა.

არ შეიძლება ხელით ან თასმით რტყმა, თქვენი ხელი ლეკვისათვის ხომ ალერსის სიმბოლოა, თასმა კი განკუთვნილია გასასეირნებლად.

თუ თქვენ ლეკვს თასმით სცემთ, ვეღარ შეძლებთ ლეკვის გასეირნებას თასმით: ლეკვს შიში გაუჩნდება მის მიმართ.

ამ ბრძანების გამომუშავება უნდა იყოს შეხამებული ლეკვისათვის აკრძალული ქმედებების შეჩერებით. მკაცრად და ყურადღებით ადევნეთ თვალი თქვენს ლეკვს. “ფუ!” ბრძანება – მკვეთრი და მოულოდნელია, ასეთივე უნდა იყოს ფიზიკური ზემოქმედებაც.

ლეკვები და ზრდასრული ძაღლები, ჩვეულებრივ, იღებენ მიწაზე არსებულ სხვადასხვაგვარ ნარჩენებს, მაგრამ არა შიმშილის, არამედ თანდაყოლილი მოთხოვნილების გამო. წარსულში ძაღლები საკვებს სწორედ ასეთი ხერხით შოულობდნენ. ნარჩენების აღება იწვევს მძიმე შედეგებს.

ამასთან ბრძოლა საჭიროა უკვე ლეკვის ადრეულ ასაკში, ერთდროულად “ფუ!” ბრძანების დამუშავებასთან ერთად ლეკვის გადაჩვევა მიწიდან სხვადასხვაგვარი ნარჩენის აღებისაგან შეიძლება სხვადასხვა ხერხით.

მაგალითისათვის: გასეირნების წინ ლეკვისათვის უცნობმა პიროვნებამ დადგენილ ადგილებში საჭიროა დადოს ხორცის რამდენიმე ნაჭერი, რომლებსაც უნდა ეყაროს პილპილი ან სხვა მწარე, მაგრამ უვნებელი წამალი. სეირნობის დროს საჭიროა მოახდინოთ ლეკვისათვის ამ ნარჩენების პროვოცირება: ასეთი “საჩუქარი” ლეკვს ნამდვილად არ მოეწონება. მსგავსი გაკვეთილის განმეორება საჭიროა რამდენიმეჯერ, სატყუარის განთავსების ადგილის, ხარისხისა და გემოს შეცვლით.

მეორე ხერხი – თითქმის იგივეა, მაგრამ გემრიელი საკვების მიცემა ხდება მწარე სანელებლების გარეშე. მას ცვლის წკეპლა, რომლითაც პატრონი ურტყავს ლეკვს, თუ ეს უკანასკნელი გემრიელ ნაჭერს იღებს. ამასთან, დარტყმა უნდა შეესაბამებოდეს ძაღლის ზომებს. ერთდროულად წარმოითქმის ბრძანება “ფუ!”.

ამკრძალავი ბრძანება, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ძაღლებისა და გარშემომყოფების უსაფრთხოებისათვის.

 

“გვერდით!” ბრძანების სწავლება 
1. ახალგაზრდა ძაღლი, რომელიც თასმას ქაჩავს, ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ პატრონმა გამოტოვა ის დრო, როდესაც უნდა გამოეყენებინა წყვეტიანი ჯაჭვი.

2. ძაღლი, რომელმაც სწორად აითვისა გვერდით მოძრაობის ილეთი, წინასწარ უნდა განჭვრიტოს პატრონის ქმედებები. მან იცის, რომ თასმის მსუბუქ მოქაჩვას თან შეიძლება სდევდეს ბრძანება “დაჯექი!” ან ტროტუარის კიდეზე შეჩერება.

3. თუ ძაღლი ცდილობს ჩამორჩენას, მისი ამისაგან გადაჩვევა უნდა მოხდეს წყვეტიანი ჯაჭვის დახმარებით: როდესაც ძაღლი გვერდით იმყოფება, ჯაჭვი თავისუფლად კიდია; ხოლო როდესაც ცხოველი ებჯინება, ჯაჭვი იჭიმება.

“დაჯექი!”, “ადგილზე!” ბრძანებების სწავლება 
1. ძაღლისათვის ჯდომისა და ადგილზე დარჩენის სწავლება – ძალიან კარგი ილეთია საწყისი წვრთნისას, რომელიც საშუალებას მისცემს თავი აარიდოს მანქანის ქვეშ მოხვედრას და გახდეს მასთან შემდგომი ურთიერთობის საფუძველი. მას შემდეგ, რაც ძაღლს დასვამთ ბრძანებით “დაჯექი!”, მოათავსეთ ხელისგული მისი ცხვირის წინ.

2. ხელების ჩამოუშვებლად მიეცით ბრძანება “ადგილზე!” და დადექით სახით ძაღლის წინ. მაგრად გეჭიროთ თასმა და მზად იყავით მოსაქაჩად, როდესაც ძაღლი მოისურვებს წასვლას. თუ იგი ადგა, დაიწყეთ ყველაფერი თავიდან.

3. როდესაც ძაღლი მიხვდება, თუ რა გსურთ მისგან, დადეთ თასმა და თანდათანობით წადით. არ დაგავიწყდეთ ხელის ჭერა მაღლა, რათა ძაღლი ხედავდეს მას და თან იმეორეთ “ადგილზე” იმდენჯერ, რამდენჯერაც ეს იქნება საჭირო.

ილეთის ათვისებასთან ერთად გაზარდეთ დისტანცია. ივარჯიშეთ ცოტა ხანს, რათა არ გადაღალოთ არც ძაღლი და არც საკუთარი თავი.

“დაწექი!”, “ადგილზე!” ბრძანებების სწავლება 
1. ადგილზე ძაღლის ჯდომისა და დარჩენის შეჩვევის შემდეგ, ადვილია შემდეგ ილეთზე გადასვლა. დასვით ძაღლი და აიძულეთ დაწოლა, წინა თათების წინისაკენ ბიძგით.

2. როდესაც ძაღლი დაწვება, უთხარით ხმადაბლა “დაწექი!” თუ ძაღლი შეეცდება ადგომას, გაიმეორეთ “დაწექი!” და ეგრევე დაუმატეთ “ადგილზე!” – წინა ბრძანების განმტკიცებისათვის. ეცადეთ ძალიან ძლიერ არ უბიძგოთ ძაღლის თათებს.

3. როდესაც ძაღლი დაწვება, დადექით მის პირისპირ და დრუნჩთან ხელის დაჭერასთან ერთად, მიეცით ბრძანება “ადგილზე!”, თუ იგი შეეცდება ადგომას. გადით და განაგრძეთ ჟესტით მკვეთრი სიგნალის მიცემა.

“მობრუნდი!” ბრძანების სწავლება 
1. როდესაც ძაღლი თქვენს გვერდით მოძრაობს, მსუბუქად მიარტყით თეძოზე, რათა მიიპყროთ ძაღლის ყურადღება და მოაბრუნოთ მარჯვნივ, ამასთან იმეორეთ სიტყვა “გვერდით!”

2. დაიწყეთ თქვენი ძაღლისათვის მარცხნივ და მარჯვნივ მობრუნების სწავლება მხოლოდ მის მერე, რაც იგი დაიწყებს მოძრაობას გვერდით და თქვენი განზრახვების, წინასწარ განჭვრეტას.

3. მარცხნივ მობრუნება უფრო რთულია, რადგანაც თქვენ შესაძლოა მას თათზე დააბიჯოთ ფეხი მისი გვერდით მობრუნებისას. დაიწყეთ შენელებული მოძრაობიდან.

“ბარიერი!” ბრძანების სწავლება
დაბრკოლებათა გადალახვა.
1. იმისათვის, რომ ასწავლოთ ძაღლს ბარიერებზე გადახტომა, დაიწყეთ მარტივი და უსაფრთხო საშუალებებით – მორით ან დაბალი კედლით. გაუკეთეთ ძაღლს თასმიანი წყვეტიანი ჯაჭვი, მიეცით ბრძანება “დაჯექი!” და გადადით დაბრკოლების მეორე მხარეს. იმისათვის, რომ ძაღლს გადახტომა აიძულოთ, მიარტყით დაბრკოლებას და უბრძანეთ “აპ!” ან “ბარიერი!”.

2. როდესაც ძაღლი ხტება, ჯაჭვი უნდა ეკიდოს თავისუფლად. თუ ძაღლი ჯიუტობს, ნელა მოქაჩეთ იგი, ხოლო როდესაც ის გადალახავს დაბრკოლებას, შეაქეთ ამისათვის. როდესაც ძაღლი თავის თავში დარწმუნდება, გადადით ნახტომებზე თასმის გარეშე და დარჩით იმავე ადგილას, საიდანაც იგი ხტება.
lekvis-gawvrtna
“აპორტი!” ბრძანების სწავლება 
აპორტირება წარმოადგენს ერთ-ერთ ურთულეს ვარჯიშს მიუხედავად გარეგანი სიმარტივისა და ილეთის სირთულის არარსებობისა.

სირთულეები: აღგზნებადობისა და შეჩერების მონაცვლეობა შედარებით მცირე დროში. რამდენიმე წუთის მანძილზე ძაღლი განიცდის საწინააღმდეგო მდგომარეობების მკვეთრ და არაერთჯერად ცვლილებას. არასაკმარისად გაწონასწორებული პროცესების მქონე ძაღლისათვის ეს ძალიან სერიოზული გამოცდა ხდება.

ლეკვისთვის ადრეულ ასაკში ამ ილეთის სათამაშო მეთოდის სახით გამოყენებით, ჩვენ ვაძლიერებთ აღგზნებადობის პროცესებს, შემდეგ გვიხდება მათი შეკავება, საყოველთაოდ კი ცნობილია, რომ გადაჩვევა ყოველთვის უფრო რთულია სწავლაზე და შედეგი ასეთ შემთხვევაში, უარესი იქნება. ჩვენ ვაბრაზებთ ძაღლს საგნით, “ვაცოცხლებთ” მას. ვამარაგებთ მიმზიდველი სურნელებით, ანუ საგანი გარდაიქმნება “ნადავლად”. სწორედ ამის გამო ირთვება დევნისა და დაჭერის უპირობო პროცესი, მაგრამ მას აქვს ასეთივე უპირობო გაგრძელება – ნადავლის მოკვლა და შეჭმა, სწორედ ამის გამო ხდება ძაღლის თამაში საგანთან, მასთან გაქცევის, დაწოლის, ღრღნის და ა.შ. მისწრაფება. ცხადია, მონადირე ძაღლებს ეს სტადიები მკვეთრად აქვთ გამოკვეთილი. მწევარი ნადავლს იჭერს და კლავს, მაგრამ არ აზიანებს; სეტერი ძებნის და მოაქვს, მაგრამ კლავს მონადირე; ლაიკა ზვერავს ან იწყებს ბრძოლას, მაგრამ არ მოაქვს ან მოაქვს მონადირის მიერ მოკლული ნადირი; მეძებარი მიყვება ნაკვალევს, მაგრამ არ ეხება მოკლულ ცხოველს და ა.შ. ამით ხდება ნადირის დაგლეჯვის და შეჭმის თავიდან აცილება.

გონივრულად მიგვაჩნია სპორტული ძაღლის მომზადებისას გამოვიყენოთ შემდეგი მეთოდი, რომელსაც საფუძვლად უდევს პოლიციელი ძაღლების წვრთნა გერმანიაში XIX-XX საუკუნეებში, რომელიც რობერტ გერსბახის მიერაა აღწერილი.

ლეკვის თამაში ჯოხით, სათამაშოებით, ბურთით და ა.შ აუცილებელია მისი განვითარებისათვის და მათი აკრძალვა სისულელეა, მაგრამ თამაშისას არ შეიძლება სხვა ნებისმიერი სიტყვების გამოყენება, ნორმატიული ბრძანებების გარდა! მაგ. შეიძლება გამოვიყენოთ: “მოიტანე”, “მომაწოდე”, “დაანებე” და ა.შ. მაგრამ არა “აპორტი” და “მომეცი” (ანუ ის ბრძანებები რასაც ვრთნისას ვიყენებთ), რადგანაც ძაღლი ძალზე მჭიდროდ უკავშირებს საკუთარ ქმედებებს ნივთებს; შემთხვევით არ უნდა მოხდეს ძაღლის შეცდომაში შეყვანა არასწორად წარმოთქმული ბრძანებით.

ეს წვრთნა რამდენიმე სტადიისაგან შედგება რომელიც თავის მხრივ დაყოფილია ეტაპებად, ანუ დავალებები ძაღლისთვის თანდათან რთულდება.

1 სტადია:

ა) ძაღლი საწყის მდგომარეობაშია: ზის ფეხთან. “აპორტის” ბრძანების მიცემისას, ძაღლს უხსნიან ხახას, რისთვისაც მარცხენა ხელით უჭერენ ზედა ტუჩს ეშვებთან, მარჯვენა ხელით კი უდებენ ნივთს, მარცხენა ხელით უჭირავთ ძაღლის ქვედა ყბა, რითაც არ აძლევენ ნივთის გადმოგდების საშუალებას. 2-3 წამის შეკავების შემდეგ აძლევენ ბრძანებას “მომეცი”, ძაღლი ხსნის კბილებს და ართმევენ ნივთს. გერსბახი გვირჩევს პირველი ნივთის სახით ძაღლს შევთავაზოთ მწვრთნელის ხელი ტყავის ხელთათამანში. ტყავი ძაღლში არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს, ხოლო მწვრთნელი გრძნობს, თუ რამდენად მჭიდროდ უჭირავს ძაღლს იგი. ცხადია, სხვა ვარიანტებიც არის შესაძლებელი, მაგრამ პირველი ნივთი უნდა იყოს ძაღლისათვის სასიამოვნო და არ იწვევდეს მასში ღეჭვის და ყლაპვის სურვილს.
აუცილებლად შეინარჩუნეთ პაუზა საგანთან შეხებასა და “მომეცი” ბრძანებას შორის.

ბ) ძაღლი ბრძანებაზე აღებს ხახას და იღებს სხვადასხვა ნივთს, უჭირავს ისინი და იძლევა მათ ბრძანებაზე. საჭიროა აღკვეთოთ (ქვედა ყბაზე მსუბუქი მორტყმით) ნივთის დაღეჭვის ან თვითნებურად დაგდების მცდელობა.

გ) ხახაში ნივთის გაჩერება მიიყვანება 5 წუთამდე.

დ) ძაღლი ხახაში საგანთან ერთად ასრულებს ბრძანებას “გვერდით”, ადგილზე და მოძრაობისას მობრუნებას.

ე) ხდება ძაღლის დაძახება შეჩერების პოზიციიდან, იგი ასრულებს ბრძანებას “ჩემთან” ხახაში ნივთთან ერთად.

მე-2 სტადია:

ა) საგნის მიტანა ძაღლის დრუნჩთან ხდება ისე, რომ “აპორტი” ბრძანების შესრულებისათვის მას მოუწიოს კისრის გამოწევა და ნივთის აღება. ბრძანებას თან სდევს შეჩერება!

ბ) ნივთს დებენ ძაღლის წინ.

გ) ნივთს აგდებენ ძაღლის წინ.

დ) თანდათანობით იზრდება მანძილი და შეჩერება. ამასთან მუდმივად მეორდება გ), დ), ე) ვარჯიშები პირველი სტადიიდან. იცვლება ნივთები, მათი ფორმა, წონა, ფაქტურა.

მე-3 სტადია:

ა) ნივთს დებენ ისეთ ადგილას, სადაც ძაღლმა იგი სუნის მიხედვით უნდა მოძებნოს (ბალახი, თოვლი და ა.შ.).

ბ) ნივთის ძებნა საჭირო სუნით. თავიდან მწვრთნელის ნივთს წინასწარ დებენ (ძაღლმა არ უნდა ნახოს სად) და მცირე ხნის შემდეგ ძაღლი მიჰყავთ და უშვებენ ნივთის ადგილმდებარეობიდან დაახლოებით 2 მეტრის მოშორებით.

შემდეგ მწვრთნელის ნივთს ასევე წინასწარ ათავსებენ ანალოგიურ ნივთებში. ამასთან შეიძლება საგნების ძებნა და თანმიმდევრული დაყნოსვა სხვადასხვა ნივთებში. როდესაც თანმიმდევრული დაყნოსვა დამუშავებულია ავტომატიზმამდე, შეიყვანება უცხო სუნი; სუნის დიფერენციაცია ხდება ერთადერთი გართულება ძაღლისათვის, და ძაღლს შეუძლია მასზე კონცენტრირება.

მხედველობითი კონტაქტი ძაღლთან
იმისათვის, რომ ძაღლი კიდევ უფრო მორჩილი იყოს და თვითნებურად რამის გაკეთეას არ შეეჩვიოს, მნიშვნელოვანია მასთან თვალით კონტაქტი. რამდენიმე პრაქტიკული მაგალითი ამ წვრთნის გზებსა და საჭიროებასაც თვალნათელს გახდის.

შეაქეთ და გაუმასპინძლით მას, მისი გამოხედვის სანაცვლოდ. მაგალითად, ძაღლი მიდის ბრძანებაზე “გვერდით”, დაინახა მეგობრულად განწყობილი ძაღლები და სურს მათთან თამაში. თუ თქვენ ადრე მას უბრალოდ უშვებდით ბრძანებაზე “ისეირნე”, ახლა შეჩერდდით, დაელოდეთ, როდის შეგხედავთ ძაღლი მოუთმენლად: “რატომ არ მიშვებენ სასეირნოდ, როდის იქნება შესაძლებელი?” და ამ მომენტში, როდესაც დაიჭერს თქვენს გამოხედვას, წაახალისეთ და გაუშვით სასეირნოდ.

ანალოგიურად, ჭამის წინ, ბრძანება მიეცით მხოლოდ მისი კითხვითი გამოხედვის შემდეგ. უკეთესი ისიც იქნება, თუ ძაღლს ასწავლით ბრძანებას “შემომხედე”. ძალიან მალე ძაღლი მიხვდება, რომ მხედველობით კონტაქტს მოჰყვება ესა თუ ის სასიამოვნო მოქმედება და მუდმივად შემოგხედავთ თვალებში. ეთამაშეთ, მიეცით დავალებები, მოიფიქრეთ ახალი მოქმედებები, შეუნარჩუნეთ მას თქვენი გამოხედვის მოძებნის მუდმივი სურვილი და მალე თქვენი სეირნობები გახდება სარეკლამო ძაღლის მსგავსი გამოხედვით “რა გსურს, საყვარელო პატრონო?”
აქვე გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ მნიშვნელოვანია არ გაზარდოთ დომინანტური ძაღლი, რომლის პირველივე გამოხედვაზე მფლობელი ტოვებს სტუმრებს და მირბის ძაღლის გასართობად, აძლევს მას საკუთარ თეფშს და წევს საწოლის კიდეში, მაშინ, როდესაც ძაღლი მის ბალიშზეა მოწყობილი.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა