ოზურგეთის სოფელ დაბა ლაითურში მანოკით ნადირობის ფაქტი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ნადირობის წესების დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
ოზურგეთის რაიონის სოფელ დაბა ლაითურში მოქალაქე ნადირობდა ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრონული მოწყობილობით ე.წ. მანოკის გამოყენებით.
შედგა შესაბამისი ოქმი.