ლაგოდეხში დაკარგული სამი მამაკაცი დაღესტანში იპოვეს

Sans titre 2რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხის მთებიდან გაუჩინარებული სამი მამაკაცი, ლევან ჯალალოვი, ავთო და დათო სამხარაძეები დაღესტნის რესპუბლიკაში იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია კახეთის საინფორმაციო ცენტრს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დაუდასტურეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჯამბურიას განცხადებით, დაკარგული სამი მამაკაცი დაღესტანში დააკავეს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი დაკარგული მოქალაქეების საქართველოში დასაბრუნებლად მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის განცხადებით, დაღესტანში ნაპოვნი სამი მამაკაცი ჯერ ბოლომდე იდენტიფიცირებული არ არის, ამიტომ ლაგოდეხში სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება.

შეგახსენებთ, სოფელ მსხალგორიდან სანადიროდ დაღესტნის საზღვრის ტერიტორიაზე ოთხი მამაკაცი 28 დეკემბერს წავიდა. ერთი მათგანი 31 დეკემბერს უკან დაბრუნდა, სამს კი ამ დრომდე ეძებდნენ.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა