კურცჰაარი

[huge_it_slider id=”16″]

კურცჰაარი – Kurzhaar – Курцхаар
ზოგადი დახასიათება
კურცჰაარი – მსოფლიოში ყველაზე ცნობილი გერმანული მონადირული ძაღლია. იგი წარმოადგენს გერმანული მეძებარის ყველაზე ძველ და ძირითად ფორმას მის სამ ნაირსახეობას შორის: კურცჰაარი, დრათხარი და ლანგხარი, რომლებიც, უმთავრესად, ბეწვის საფარველით განსხვავდებიან. მონადირული ძაღლის სახით, კურცჰაარი ფლობს ძალას, სისწრაფეს და გამძლეობას, მახვილ ყნოსვას, მტკიცე ნაბულს და ძებნისადმი მუდმივ სიმზადეს, იგი ენერგიულია ნადირობისას, დაინტერესებულია მუშაობაში და ყოველთვის მზადაა შეასრულოს დავალებები. ამ ჯიშს აგრეთვე გამომუშავებული აქვს მიდრეკილება მოკლული ნადირის მიყვანისადმი. თუ ბუნებრივი მონაცემების შესაბამისად კურცჰაარს დავტვირთავთ, ძაღლი ფსიქიკურად გაწონასწორებული გახდება და თავისი საქციელით ზედმეტ საზრუნავს არ მოუტანს ოჯახს, რომელშიც ცხოვრობს. ეს სახლში მშვიდი და სასიამოვნო ცხოველია, რომლის ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. კურცხაარი ბინისათვის მოსახერხებელი ძაღლია. იგი მეგობრული, კეთილშობილია, ფლობს ძლიერ ხასიათს, მშვიდ და თავშეკავებულ ტემპერამენტს, ასევე დამჯერია და კარგად იწვრთნება. ოჯახში კურცხაარი ალერსიანია, თავისი მფლობელის მიმართ ძალიან ერთგული, უყვარს ბავშვები, ხანდახან კი შეუძლია სადარაჯო ძაღლის ფუნქციების შესრულებაც, თუმცა სინამდვილეში აგრესიულობით არ გამოირჩევა.

ყველაზე კარგად კურცჰაარი საკუთარ თავს ველში ნადირობისას ავლენს და მუშაობის ამ სახეობაში იკავებს უპირატეს ადგილს სხვა ჯიშებს შორის, ამიტომაც, სანადირო სეზონში ყველაზე ხშირი შეხვედრა მასთან დაბლობებზე შეიძლება, რომელიც მდიდარია წვრილი ნადირით, იშვიათად კი – ტყის მასივებში. კურცჰაარი დინჯი ოთხით სვლით და ჩორთით გერმანული პედანტურობით ათვალიერებს მიდამოს და ფრინველის აღმოჩენისას აკეთებს ნაბულს. ამასთან ერთად, კურცხაარი ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური მონადირული ჯიშია, რომელიც წარმატებით გამოიყენება ნადირის ყველა სახეობაზე სანადიროდ და, მათ შორის, კარგად ნადირობს წყალზე მცურავ ფრინველზე. ამის გარდა, კურცხაარი მშვენივრად გამოიყენება ცხოველის სისხლიან ნაკვალევზე ნადირობისას, სახლში კი – ეს შესანიშნავი მეგობარი და დამხმარეა (ძაღლი-კომპანიონი).

კარგი ყნოსვის წყალობით
, კურცჰაარი კარგად ეძებს და მიყვება გაქცეეულ ფრინველს უქარო ამინდშიც. ამ ჯიშის ძაღლებს შეუძლიათ ერთი სახეობის ფრინველზე ნადირობისას გადაერთონ სხვა სანადირო ობიექტზე გარემოებისამებრ. კურცჰაარი კარგად ცურავს და უპრობლემოდ ამოყავს წყლიდან ნანადირევი ფრინველი, ნებისმიერ ამინდში. კურცჰაარით ნადირობენ კურდღელზეც. კურცხაარი ფლობს ძალას, სისწრაფეს და გამძლეობას, მახვილ ყნოსვას, მტკიცე ნაბულს და ძებნისადმი მუდმივ სიმზადეს, იგი ენერგიულია ნადირობისას, დაინტერესებულია მუშაობაში და ყოველთვის მზადაა შეასრულოს დავალებები. ამ ჯიშს აგრეთვე გამომუშავებული აქვს მიდრეკილება მოკლული ნადირის მიყვანისადმი.

გაწვრთნით ის საუკეთესო დამხმარე და მეგობარია. ის ადვილად ემორჩილება წვრთნას. სწორად გაწვრთნილს არ უნდა ეშინოდეს თოფის ხმის, არ უნდე აქცევდეს ყურადღებას შინაურ ცხოველებს. ის ხასიათით გაწონასწორებული და კონტაქტურია, ამიტომ წვრთნისას კარგი თვისებები უნდა განუმტკიცოთ წახალისებით და მოფერებით, ხოლო უსარგებლო ჩვევები – მკაცრად ვაიძულოთ აღმოუფხვრათ. გაწვრთნისას მოვექცეთ მკაცრად და მშვიდად. კურცხაარის გაყვანა მინდორში ფრინველზე დასაგეშად შეიძლება 5 თვის ასაკიდან. მას შემდეგ რაც კარგად აითვისებს ფრინველზე ნადირობას, შეიძლება ნადირზე გაყვანაც. ამ წვრთნების შემდეგ ძაღლს უნდა ჩამოუყალიბდეს ნადირობის ლტოლვა, მყარი ნაბული, სწრაფად და დამჯერედ ასრულებდეს პატრონის ბრძანებებს.

შესაძლო შეფერილობა: მთლიანად ყავისფერი, ყავისფერი პატარა ლაქებით მკერდსა და თათებზე, მუქი ყავისფერი ღია ფერის ლაქებით, თეთრი ყავისფერი ლაქებით, შავი ნებისმიერ ზემოთჩამოთვლილ ფერთან ერთად. კუდის 2/3-ს, ან ნახევარს დაბადენიდან მე-3 დღეს აჭრიან.

ზოგადი გარეგნობა
სიმაღლე მინდაოში: ხვადი – 58-64 სმ, ძუ – 56-62 სმ. წონა – 25-32 კგ.

ყოლისა და მოვლის თავისებურებები.
იმის გამო, რომ ამ ჯიშის წარმომადგენელთა უმრავლესობა ნადირობისათვის გამოიყენება, მოშენებისას განსაკუთრებული ყურადღების მიქცევა საჭიროა ძაღლების სამუშაო თვისებებზე ნადირობის სხვადასხვა სახეობაში მათი გამოყენების გათვალისწინებით. ამ ძაღლებს შეუძლიათ შეეგუონ ნებისმიერ პირობებს, ბინაში ყოლისას აუცილებელია ხშირად ისეირნონ დღეში მინიმუმ 3 საათი. ჯიში საჭიროებს სახლის წვრთნას და დაგეშვას თავისუფალი ნადირის მიხედვით.

კურცჰაარები საშუალოდ 12–14 წელს ცოცხლობენ.

ვიდეოების სანახავად დააჭირეთ აქ

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა