სოფელ კოჭბაანში, საცხ. სახლის ეზოში ნაპოვნი შველი ტყეში დააბრუნეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლის ეზოში ნაპოვნი შველი ცივ-გომბორის ტყეში გაუშვეს.

შეტყობინება, რომ შველი სოფელ კოჭბაანში, საცხოვრებელ სახლის ეზოში იყო, დეპარტამენტის ცხელ ხაზზე, სახლის მესაკუთრემ გააკეთა. შველს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ადგილზე მისულმა გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა, შველი ცივ-გომბორის ტყეში გაუშვეს.

წყარო: გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა