კიბორჩხალის უკანონოდ მოპოვება ტაბაწყურის ტბაზე

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ბორჯომის რაიონის ცხრაწყაროს უღელტეხილის მიმდებარედ, გადამოწმების მიზნით მიკროავტობუსი გააჩერეს. სატრანსპორტო საშუალება დატვირთული იყო დიდი რაოდენობით კიბორჩხალით. დადგინდა, რომ კიბორჩხალა სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა ტაბაწყურის ტბაზე.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა