კეფალი ნიგვზის საწებლით

Sans titre 26მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
თევზი 1 კგ
ნიგოზი 2 ჩ/ჭ
კვერცხი 2 ცალი
მცენარეული ზეთი 70 გრამი
ძმარი 0,5 ჩ/ჭ
ფქვილი ან ორცხობილა 2 ს/კ
მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
ნედლ თევზს მოვაცილოთ ქერქი, გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ. მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ჯერ ათქვეფილ კვერცხში, შემდეგ ფქვილში ან დანაყოლ ორცხობილაში და მაშინვე დავდოთ გაცხელებილ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან. შემწვარი თევზი დავალაგოთ ლანგარზე. დავნაყოთ ნიგოზი, მწვანილი, მარილი, წიწაკა. ეს ყველაფერი გავხსნათ ძმარგარეულ წყალში და მოვასხათ შემწვარ თევზს. სუფრაზე შეიძლება თევზი და საწებელი ცალცალკე მივიტანოთ

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა