კახეთში მგლების თავდასხმა ისევ ფატალური შედეგით დასრულდა

სოფელ ვაჩნაძიანში მგლებმა 70 წლის მამაკაცი დაგლიჯეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში თანასოფლელებმა მგლებისგან დაგლეჯილი 70 წლის მამაკაცი იპოვეს. ცხედარი ვენახში მდგარ საყარაულო ჯიხურში აღმოაჩინეს.
თვითმხილველების თქმით, მგლებმა ჯერ დარაჯის ძაღლები დაგლიჯეს, შემდეგ კი ფანჯრიდან საყარაულო ჯიხურში შეღწევა მოახერხეს და მამაკაცი დაგლიჯეს. მამაკაცის ცხედარი გურჯაანის პროზექტურაში გადაასვენეს.
სოფელ ვაჩნაძიანის მოსახლეობა მგლების შემოსევას რამდენიმე კვირის წინაც უჩიოდა. როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა