სოფელ კაწალხევში მგლებმა 55 წლის მამაკაცი შეჭამეს

Sans titre 6დუშეთის რაიონის სოფელ კაწალხევში მგლებმა სოფელ ინოში მცხოვრები 55 წლის მამაკაცი შეჭამეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მაღაროსკარში გამგებლის წარმომადგენელმა როლანდ ზურაბაშვილმა განუცხადა, სავარაუდოდ, მამაკაცს მგლების ხროვა თავს მაშინ დაესხა, როცა ის სახლში ბრუნდებოდა. მამაკაცის ცხედარი ტანსაცმლით ამოიცნეს.

გამგებლის წარმომადგენლის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მტაცებელი ცხოველები სოფელში თავისუფლად გადაადგილდებიან. მისივე თქმით, მგლების მოკვლის მიზნით მაღაროსკარის თემის მოსახლეობა მონადირეთა ჯგუფების გამოყოფას ითხოვს.

„მამაკაცის ცხედარი გზაზე ბავშვმა ნახა. შემდეგ დამიკავშირდნენ და ადგილზე მისულებს ტანსაცმელი და თავის ნაწილი დაგვხვდა. მგლების გამო, ხალხი სოფელში ტრანსპორტის გარეშე ვერ გამოდის. ზაფხული მოდის და შესაძლოა ხალხი საქონლის გარეშე დარჩეს. მომხდარის შემდეგ დავურეკე დუშეთის გამგებელს და მონადირეთა ჯგუფის გამოყოფა ვთხოვე. საქმეს პოლიციაც სწავლობს“,- განაცხადა როლანდ ზურაბაშვილმა.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა