კარტოფილის ქაბაბი

Sans titre 65
დაგჭირდებათ:
კარტოფილი – 4 ცალი
ბეკონი – 80 გრ
მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:
კარტოფილი გაფცქვენით და რგოლებად დაჭერით. ბეკონი (მოხარშული ძეხვი ან სხვა ამგვარი, რაც გაქვთ) მცირე ნაჭრებად დაჭერით. წამოაცვით შამფურზე ან წალამზე რიგ-რიგობით კარტოფილის რგოლი და ბეკონი. მოაყარეთ მარილი, პილპილი და თუ ქონდარი გიყვართ, შეგიძლიათ ზემოდან ქონდარის ღერო დაადოთ ზემოდან.
გაახვიეთ ფოლგაში და 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში შედგით 50-60 წუთით.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა