კანონი “ნადირობის შესახებ” – დღევანდელი განხილვა გორში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭრით, „ნადირობის შესახებ“ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა.

დღეს პროექტის საჯარო განხილვა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში გაიმართა. შეხვედრას გამგეობის თანამშრომლები, ხაშურის, ქარელისა და კასპის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მონადირეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ახალი კანონპროექტის განხილვის შემდეგ, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადამიანებისა და მტაცებელი ცხოველების კონფლიქტს. აქტიურმა მონადირეებმა ისაუბრეს არსებული პრობლემების შესახებ, რის შემდეგაც სამინისტროს წარმომადგენლების მიერ შეთავაზებულ იქნა პრობლემების აღმოფხვრა -შემცირების გზები.

ნადირობის სფეროს დარეგულირება წარმოადგენს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. ახალი კანონპროექტი შემუშავებულია ევროკავშირის მიერ აღიარებული სტანდარტებით.
აღნიშნული კანონპროექტის საჯარო განხილვები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს და ეტაპობრივად მთელ საქართველოს მოიცავს.

წყარო: facebook.com

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა