ჯანდარას ტერიტორიაზე ბექობის არწივების წყვილი და მათი საბუდარი აღმოჩინეს


გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ადასტურებს ბექობის არწივების წყვილის და მათი საბუდარის არსებობას ჯანდარას ტერიტორიაზე.

“გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ ჯანდარას ტერიტორიაზე წარმოებულ მიმდინარე სამუშაოების გადამოწმების საფუძველზე, ადასტურებს, რომ N40 ბოძი და მასზე განთავსებული ბექობის არწივის საბუდარი, ადგილზეა. ტერიტორიდან მოშორებით, ასევე დაფიქსირდა ბექობის არწივის წყვილი.

საბუკოს (ააიპ საზოგადოება ბუნების კონსერვაციისთვის – საბუკო) განცხადებით, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ განხორციელდა ელექტრო ანძის დემონტაჟი, რომელზეც ბოლო ათწლეულის განმავლობაში, განთავსებული იყო ბექობის არწივის აქტიური ბუდე. ინფორმაციის გადასამოწმებლად, 2017 წლის 24 მარტს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და საბუკოს ​ წარმომადგენლებთან ერთად, ჯანდარას ტერიტორიაზე მდებარე სამშენებლო ობიექტზე იმყოფებოდნენ.

ადგილზე მოხდა ტერიტორიის დათვალიერება, შედგა აქტი. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ტერიტორიაზე დაწყებულია სამუშაოები. არწივების საბუდარი – N40 ბოძი, რომელიც მითითებულია სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანაგარიშში, ადგილზეა. თუმცა, მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე სამუშაოების პროცესში, აღებულია სხვა ბოძი.

ბექობის არწივის წყვილი დაფიქსირდა ტერიტორიდან მოშორებით. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. პირველადი მონაცემებით, სამუშაოები მიმდინარეობს ეკოლოგიური ექპერტიზის დასკვნის გარეშე. საკითხის საბოლოო შესწავლის შემდგომ, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები”- აღნიშნულია განცხადებაში,

newpost.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა