James Purdey & Sons

[huge_it_slider id=”4″]
ესაა კლასიკური სანადირო იარაღის მწარმოებელი უდიდესი ფირმაა. ექსპერტთა უმრავლესობამ მას პირველობის საპატიო ადგილი უბოძა. ფირმა ე.წ. ლონდონის სკოლის წარმომადგენელია( სკოლის ფუძემდებელი ჯოზეფ მენტონი).
პირველი მეიარაღე ჯეიმს პერდეს შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ დაიბადა 1732 წელს და იარაღის დამზადებით იყო დაკავებული. მას 7 შვილი ყავდა, რომელთაგან უმცროსი 1784 წელს დაიბადა(მამის პატივსაცემად მასაც ჯეიმსი დაარქვეს). 1803 წელს პერდემ მენტონის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა, ვისთანაც კონდახებს ამზადებდა. მენტონი იყო არამარტო დიდი მეიარაღე არამედ დიდი პედაგოგიც(მისი აღზრდილებია: პერდე, ბოსი, ლანგი და ლანკასტერი). დიდი ხნის შემდეგ პერდეს ფირმაში(ისევ მოსწავლის რანგიდან აღზევებული) მოვიდა ახალგაზრდა ფედერიკ ბიზლი, რომელმაც შექმნა საინჟინრო სილამაზის შედევრი საკეტი, რომელიც დღემდე ამშვენებს პერდეს იარაღს.

ფირმა დაარსებული იყო 1814 წელს ჯეიმს პერდეს მიერ, თუმცა მანამდე, 1806 წელს მან ფირმის ხელმძღვანელად თავისი დროის კიდევ ერთ ცნობილ მეიარაღესთან, შოტლანდიელ ფორსაიტთან იმუშავა. 1826 წელს ჯეიმს პერდემ საკუთარი ფირმა ოქსფორდ-სტრიტზე, მისი მასწავლებლის, ჯოზეფ მენტონის საამქროში გადაიტანა(ამ პერიოდში მენტონი საქმიდან გასული იყო). ეს მოვლენა სიმბოლური გახლდათ_ ესტაფეტა გადაეცა მასწავლებლიდან მოსწავლეს. წარმატება ჩქარა არ მოსულა, კონკურენცია ძალიან დიდი იყო, ასე რომ მეიარაღეების ელიტაში პერდე შევიდა მხოლოდ 1828 წელს. აქედან 10 წელიწადში პირველი წყვილი იარაღი შეუკვეთა დედოფალმა ვიქტორიამ. ეს უკვე ძალიან დიდი წარმატება იყო. საკმარისია აღინიშნოს, რომ 1820-იან წლებში პერდე-მამის კომპანიაზე მუშაობდნენ ჩარლზ ლანკასტერი, თომას ბოსი, თომას ევანსი, ჰენრი ეტკინი.
საოჯახო საქმე კიდევ უფრო განავითარა მესამე პერდემ, რომელსაც ტრადიციულად ჯეიმსი ერქვა(პერდე მესამეს პერდე უმცროსს ეძახიან). მან მოღვაწეობა მამის მოსწავლეობით დაიწყო 1843 წელს, ხოლო მამის სიკვდილის შემდეგ 1863 წლიდან სათავეში ედგა ფირმას.
Sans titre 20
პერდე უმცროსის დროს საწარმო კუსტარული საამქროდან ფაბრიკად გარდაიქმნა(1881 წელს ახალი შენობა აშენდა, რომელსაც ,,ოლდლი ჰაუსი” ეწოდა).
პერდე შვილმა 1856 წელს გააკეთა თოფი, რომელსაც Express Train უწოდა. აქედან გავრცელდა შემდეგ ტერმინი ,,შტუცერ-ექსპრესი”, ნიტრო დენთის გამოსვლის შემდეგ კი ,,ნიტროექსპრესი” და ა.შ.
1863 წელს შვილმა პერდემ შექმნა თავისი ჩამკეტი სისტემა სახელით ,,პერდეს ჩარჩო”, რომელიც დღემდე აღიარებულია ჰორიზონტალურებში. ის ითვლება ყველაზე მარტივ და ამავე დროს მყარ საკეტად.
ლულისა და კალაპოტის შეერთების პრინციპია მოძრავი ჩარჩო, რომელიც შედის ლულის ქვედა თაღში. ის გახდა ბაზა უდიდესი უმრავლესობა თოფების საკეტებისა. თავიდან ჩარჩო იყო ერთი, რაც ერთმაგ საკეტს ნიშნავდა, შემდგომში მას დაემატა მეორე და შესაბამისად საკეტი გახდა უფრო საიმედო(ორმაგი).

1878 წელს პერდემ დააპატენტა პერდეს ჩარჩოს დამატება(ВР №397, 1878), რომელიც წარმოდგება სავაზნეების წინ, შემაერთებელი თამასის გაგრძელებად. ეს დეტალი ჩაკეტვისას კალაპოტში ჯდება. აღნიშნული ელენემტი დღემდე პერდეს ყველაზე ძვირფას მოდელებზე გვხვდება.
Sans titre 23
პერდე-ბიზლის ცნობილი საკეტი გვერდით დაფაზე შეიქმნა 1879 წლის 18 დეკემბერს(დააპატენტეს 1880 წელს) ფრედერიკ ბიზლის მიერ. ამ საკეტის აღიარება გამოიწვია იმან რომ საბრძოლო ზამბარა იძაბება მხოლოდ თოფის დაკეტვისას. თოფის გახსნისას კი ლულები ძალისხმევის გარეშე, თავისივე სიმძიმით მოძრაობენ ქვემოთ. ამ გამოგონებისათვის ბიზლიმ მიიღო 35 გირვანქა სტერლინგი და ყოველი საკეტისათვის დამატებით 5 შილინგი(საკეტის ასეთი სისტემა Holland & Holland-მა გააკეთა დიდი ხნის შემდეგ, კერძოდ 1922 წელს).

1881 წლიდან ფირმამ შიდაჩახმახებიანი თოფების წარმოება დაიწყო, რომლებიც ეტალონი გახდა. ჯერ კიდევ მენტონი აღნიშნავდა, რომ თოფს გვედრით დაფებზე უფრო მედიდური სახე აქვთ. ყველა პერდე უპირატესობას საიდლოკებს აკუთვნებდა, რომლებსაც საბრძოლო ზამბარა წინ აქვთ განლაგებული. საფირმო თოფები საკეტით ,,ყელში” იწარმოებოდა მცირე რაოდენობით.
გარდა ამისა კონსტრუქტორებმა მოდიფიცირება გაუკეთეს Westley Richards-ის საკეტ ბერკეტს(გადასახსნელი). მოდიფიკაცია იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ თანამედროვე იარაღში უდიდესი უმრავლესობა მისით სარგებლობს.
1910 წელს გარდაიცვალა ინგლისის მეფე ედუარდ მეშვიდე(იარაღისა და ნადირობის დიდი ტრფიალი). მის დაკრძალვაზე ჩამოსული იყო 9 ქვეყნის მონარქი. როგორც აღმოჩნდა ყველას თავის არსენალში გააჩნდა პერდეს თოფი!!!
პირველი ვერტიკალური(ლულების განლაგება) პერდე გამოვიდა 1949 წელს, მას შემდეგ რაც ამ ფირმამ შეისყიდა ფირმა James Woodward.
ტრადიციულად განუმეორებელია პერდეს თოფების გრავირება, რომელიც არაბესკებისა და ყვავილების ორნამენტს წარმოადგენს(ამ სტილს მენტონიც იყენებდა).
ჯეიმს პერდე უმცროსი გარდაიცვალა 1909 წელს. ამის შემდეგ კომპანიას სათავეში მისი შვილი ეტოლ სტიუარტ პერდე ჩაუდგა, რომლის კომპანიონი მისი ძმა იყო. 1929 წელს ფირმის აღმასრულებელი დირექტორი ეტოლის შვილი ტომასი ხდება(1954-1957 წლებში პრეზიდენტი). 1954 წელს ფირმის თავმჯდომარე ლორდი შერვუდია, რომლის სიკვდილის შემდეგ პოსტი სერ ვიქტორ სილს ეკავა. 1971 წლიდან ფირმას ხელმძღვანელობდა რიჩარდ ბიუმინტი, ხოლო აღმასრულებელი დირექტორი ლორენს სოლტერი გახდა.
Sans titre 21
თანამედროვე ეტაპზე პერდე საცალო სანადირო იარაღს აწარმოებს და პერსონალის მომზადების საკუთარი სკოლა გააჩნია.
ფირმა არც თუ ისე დიდია, იქ მუშაობს სულ 50 ოსტატი, თუმცა ყველაფერი ავტომატიზირებული და მეცნიერების უკანასკნელი მიღწევებითაა აღჭურვილი. აღსანიშნავია, რომ საკმაოდ დიდია ხელით შრომის წილიც. წარმოების ერთადერთი კრიტერიუმი უმაღლესი ხარისხია.
პერდემ თავისი უკანასკნელი გარეჩახმახიანი მოდელი აწარმოა 1935 წელს(ფასი 48 ათასი გირვანქა სტერლინგი).
პერდე უმცროსი დაახლოებით 100-150 თოფს ამზადებდა წელიწადში. დღეს კი წარმადობა არაუმეტეს 70 ერთეულია წელიწადში.
ამ ფირმის თოფი ძალიან პრესტიჟულია(შემკვეთების რიგებიც ძალიან დიდია). ფასებზე ბევრს არ ვილაპარაკებ, თუმცა აღვნიშნავ, რომ კლასიკური ჰორიზონტალურები 12, 16 და 20 ყალიბისა ღირს 28 750 გირვანქა სტერლინგი(გრავირებისა და აქსესუარების ფასი არ შედის), ხოლო 28 და 410 ყალიბების ფასები იწყება 30 ათასი გირვანქა სტერლინგიდან.
Sans titre 26
გარდა ამისა კომპანია უშვებს სანადირო აქსესუარებდა და აკეთებს ძველი იარაღის რესტავრაციას.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა