ირბისი ანუ თოვლის ჯიქი

[huge_it_slider id=”9″]
ირბისი იგივე თოვლის ლეოპარდი (Uncia uncia), მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. ბოლისფერ-ნაცრისფერი, თითქმის თეთრი ბალანი რგოლისებრი მუქი ხალებით აქვს მოფენილი. გავრცელებულია ცენტრალურ აზიის მაღალმთის ზონაში (3000-იდან 5000 მ-მდე). ნადირობს ღამით, ზოგჯერ დღისითაც (ნისლიან ამინდში). იკვებება ჩლიქოსნებით, კურდღლებით, ფრინველებით. მაკეობა 3 თვემდე გრძელდება. შობს 3-5 ბოკვერს. მეცხოველეობას ზიანს თითქმის არ აყენებს
ირბისები მეტად აქტიურები არიან და უმეტესად ნადირობენ მზის ჩასვლისას ან ამოსვლისას. დანარჩენ დროს ისვენებენ, ძინავთ ან წვანან კლდეებზე.
თოვლის ჯიქი ტერიტორიული ცხოველია. უფრო მეტად ცხოვრობს მარტო, თუმცა ხვდებათ ოჯახებიც.

ირბისი ნადირობს მსხვილ ცხოველებზე. მისი მსხვერპლი მისი ტანის ან უფრო დიდია. ირბისს შეუძლია მასზე სამჯერ დიდ მსხვერპლს მოერიოს. თოვლის ჯიქის საკვები ყველგან და მთელი წლის განმავლობაში, ძირითადად არის ჩლიქოსნები. მის რაციონში ძირითადად შედის: ცისფერი ცხვარი ანუ ნახური(Наху́р, или голубой баран, куку-яман лат. Pseudois nayaur)), ციმბირული მთის თხა(Сибирский горный козёл (лат. Capra sibirica)), დაგრეხილრქიანი თხა ანუ მარხური (Винторогий козёл, или мархур (лат. Capra falconeri)), არხარი (Арха́р, или го́рный бара́н, или аргали (лат. Ovis ammon)), ჰიმალაის ტარი (Гималайский тар, или тар (лат. Hemitragus jemlahicus)), ტაკინი (Таки́н (лат. Budorcas taxicolor)), სეპაუ (Сероу , или серау (лат. Capricornis)), ჰიმალაური გორალი (Гора́л, или гималайский горал (лат. Naemorhedus goral)), შველი, მარალი, ციმბირული კაბარგა (Кабарга́, или сиби́рская кабарга́ (лат. Moschus moschiferus)), ირემი,გარეული ღორი. ამათ გარდა ხანდახან უარს არ ამბობს ისეთი წვრილი ცხოველებზე, როგორიცაა თრია და პიშუხი (Пищухи, или сеноставки (лат. Ochotona)) და ფრინველებზე (კაკაბი, ხოხობი,შურთხი). მაკეობა გრძელდება 3 თვემდე. შობს 3-5 ბოკვერს.
Sans titre 16
მიუდგომელ ადგილებში ბინადრობისა და მისი მცირე რაოდენობის გამო დღეისათვის თოვლის ჯიქი ბიოლოგიის დიდი ნაწილი ნაკლებად შესწავლილია.

ბინადრობს ავღანეთში, ბირმაში, ბჰუტანში, ჩინეთში, ინდოეთში, ყაზახეთში,ყირგიზეთში, მონღოლეთში, ნეპალში, პაკისტანში, რუსეთში, ტაჯიკეთში, უზბეკეთში.
სიგრძე კუდის გარეშე 103-130 სმ. სიგრძე კუდის ჩათვლით 200-230 სმ. სიმაღლე 60 სმ-დე. ხვადის წონა 45-55 კგ, ძუ 22-40 კგ
მისი რაოდენობა კატასტროფულად მცირეა. შეტანილია ყველა იმ ქვეყნის წითელ წიგნში, სადაც კი ბინადრობს.

bazieri.ge

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა