Inadire.Ge – მხარს უჭერს მონადირეთა საინიციატივო ჯგუფს


გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტს “ნადირობის შესახებ” დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება მოყვა მონადირეების მხრიდან. 26 თებერვალს გამართულ მონადირეთა საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ თანამოაზრეები და შეიქმნა “მონადირეთა საინიციატივო ჯგუფი”, ჯგუფში ჩაწერა შეეძლო ნებისმიერ ადამიანს, ასევე ადამიანებს რომლებიც წარმოადგენდნენ ამა თუ იმ კლუბის პოზიციას და ხედვებს. საბოლოვოდ ჯგუფი დაკომპლექტდა 20 წევრით.

შეკრებილი საზოგადოება ერთხმად აღიარებს, რომ სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას და მისი “გაკეთილშობილება” პრაქტიკულად შეუძლებელია. აქედან გამომდინარე საინიციატივო ჯგუფი პირველ რიგში ეცდება ყველანაირი კანონიერი ბერკეტის გამოყენებით შეაჩეროს ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა.

მონადირეთა და მეთევზეთა საიტი Inadire.Ge – ს ადმინისტრაცია, საიტის წევრებთან ერთად იზიარებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს საინიციატივო ჯგუფის ხედვასა და გეგმებს და ასევე მოუწოდებს ყველას ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი კანონმდებლობა ნადირობისა და თევზაობის შესახებ შეუერთდეს და მხარდაჭერა გამოუცხადოს მონადირეთა საინიციატივო ჯგუფს.

ჯგუფის სანახავად, საჭიროა დარეგისტრირებული იყოთ Facebook – ზე და ძებნაში ჩაწეროთ სახელი ( მონადირეთა საინიციატივო ჯგუფი ). ან უბრალოდ დააჭირეთ აქ

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა