გურულები, მგლები, ალყა და სინანული

[huge_it_slider id=”19″]
უკვე რამოდენიმე წელია, რაც მე “გამომძიბლად” ვიქეცი და სხვა ჩემზე გამოცდილ “გამომძიებლებლებთან” ერთად, “ვიძიებთ” საქმეებს დანაშაულებზე , რომლებიც ძირითადად მკლვლელობით მთავრდება, “მგელბის მიერ პირუტყვის მკლველობა”- სამწუხაროდ რამდენიმე დამნაშავე ლიკვიდირებული იქნა , თუმცა კრიმინალი მხეცები კლვლავაც მრავლად არიან და აგრძელებენ თავიანთ მზაკვრობებს… ყოველი “ოპერაციის” დროს მეუფლება განცდა , რომ მე ვცდილობ მახეში გავაბა ის ვინც ჩემზე ჭკვიანია, ის ვინც ყოველთვის ჭკუით მჯობნის, თითქოს მართლაც გამომძიებელი ვიყო და მანიაკს დავსდევდე, რომელიც ყოველთვის , ერთი ნაბიჯით მისწრებს, მაგრამ მაინც იმის იმედად ვარ, რომ ადრე თუ გვიან შეცდომას დაუშვებს, ისე, როგორც ჩემს მიერ სიცოცხლეს გამსალმებულმა მგელმა დაუშვა და მე ამ შეცდომით კვლავ ვისარგებლებ.
დილიდანვე ვემზადებით, ვკრავთ ბარგს და მივდივართ „საძელიაზე“ – ადგილია ერთი აჭარა – გურიის მთებში. „საძელიაზე“, სადაც მგლის შიშით , ლამის არის მესაქონლეობა მოიშალოს. იქაურმა მწყემსებმა მგლების თარეშის გამო საქონელი სხვა ადგილებში გადარეკეს , მხოლოდ ერთი უშიშარი მეჯოგე – თამაზია შემორჩა ,,საძელიას’’ ყუათიან საძოვრებს. ციცაბო აღმართებზე “ტოიოტათი” ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ მივდივართ თამაზიას ხის ძელებისაგან აგებულ ფიცრულ ქოხთან-მეჯოგის ტრადიციულ “კარავთან”,როგორც აქაურები ეძახიან. მე , მამაჩემი , ბიძაჩემი , ჩემი ძმა გია და ჩვენი ქართული ნაგაზი სიმბა. გზაში მწყემსები გვხდებიან, რომლებიც თავიანთ პირუტყვს მწყემსავენ და ვერ ტოვებდნენ ნადირის შიშით… ჩვენი მასპინძელიც იძულებულია საქონელი „კარვის“ ახლო – მახლო აძოვოს, ხოლო საქონლის ნაწილი ბოსელში ყავს დამწყვდეული – რა ვქნა, ა, ვერც ვუშობ და ვერც ვტიებ, როის გამოხტება ი დასაღუპავი ტყიდან და როის გამოჭამს ყელს რომელიცხას, ღმერთმა იცის, – წუხს თამაზია, მკვირცხლი გურული.სანადიროდ ვემზადებით, პარალელურად მასპინძელი გვიყვება, თუ რომელი მხრიდან ყმუიან შეღამებისას მგლები და სავარაუდოდ სად შეიძლება იყვნენ ახლა. თამაზია გვაკვალიანებს და თვითონაც მოგვყვება, უსაფრთხოდ რომ იყოთ ხევში დაგებული ნადირის ხაფანგი – ხუნდი უნდა ავშალოო. მე თამაზიას ვემგზავრები – ხუნდის ნახვა მაინტერესებს. მივდივართ იმ ადგილას, სადაც ხაფანგი აქვს აწყობილი, საფეხმავლო ბილიკიდან საკმაოდ მოშორებით, ტყის დასაწყისში. ადგილს ეტყობა, რომ ძველი ნაბილიკარია (ანუ, ადრე, აქ, ნადირის ან ცხოველის სასიარულო ბილიკი) უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაფერი ბალახებსა და ბუჩქებს დაუფარავს. ხუნდი კარგადაა დამალული, მისვლისთანავე შლის და მეუბნება, – რაღა უკან ავბრუნდეთ , მოდი ჩავყვეთ ამ ხევს და მერე ზევით ავყვეთ, დანარჩენებს გზას მოვუჭრით, თან ეგებ რამე გადაგვეყაროს გზაში. მისი ნათქვამი ისე მარტივი და ადვილი ჩანს, რომ ვთანხმდები და მივყვები. მაგრამ, სად მიყვები?! ისეთი დაკიდული და გაუვალი ხევია, დათვი გორვით თუ ჩავა ბოლოში. ორივე ხელით ხან ბალახს, ხან ნაძვს, ხან რას და ხან რას ვებღაუჭებით და ასე წვალებით ჩავდივართ ბოლოში, თამაზი ქვემოთ მხვდება, ალბათ ოცი წუთის ჩასული მაინც იქნება.- ახლა ეგერ იქინე ავალთ და გავალთ ბილიკზე, – მეუბნება თამაზია, რომელიც ამ გადასადგილებლად რთულ ადგილებს იოლად უყურებს , რაც მას ყოველი მომდევნო განსახორციელებელ მარშრუტზე საუბრისას ეტყობა. მე სიმწრით ვუღიმი და მივყვეები. ზუსტად ისეთივე აღმართში გვიწევს ასვლა, როგორზეც ჩამოვედით, თუმცა თამაზიამ, რომელიც შეხედულად შესაშურად გამხდარი, საშუალო სიმაღლის კოხტა ულვაშებიანი გურულია, დაჰკრა ფეხი და უცბად ავიდა. მეც მოგვიანებით, წვალებით ვაღწევ ხევის თავში.როგორც იქნა დავადექით ბილიკს. „ ოპერაციის“ წევრები დაწინაურებულან. ნაბიჯს ვუჩქარებთ და მალევე ვეწევით, მაგრამ გია და სიმბა იქ არ არიან. თვალი მოვკარით, ასე, 100-150 მეტრით წინ გასულან. გია ტყისპირა ადგილებს ზვერავს.ბილიკი, რომელსაც მიყვებით მგლის სულ ახალი კვალითაა სავსე. ვამჩნევ გია რაღაცას ჩუმად იძახის და სირბილით მოდის ჩვენსკენ . ვხვდებით რაშიცაა საქმე. აქოშინებულმა მოირბინა და გვეუბნება, – ორ მგელს ვხედავ , ტყისპირას სძინავთ. მიპარვა შეიძლება, ისეთ ადგილას არიან.მამამ გვარიგებს, თავისი თოფს მითმობს, ჩემი ცილინდრულ ლულებიანი არ გამოდგება, და მოკლედ ჭრის, – შენ არ გყავს მონაკლავი, წადი და აბა შენ იცი.თოფს ვართმევ და მგლებს ვეპარებით მე , ჩემი ძმა და ბიძაჩემი. სიმბას მამაჩემი იტოვებს, იქვე რჩება თამაზიაც. ასი მეტრის გავლის შემდეგ ბიძაჩემი გვანიშნებს, რომ თვითონ მარჯვნიდან მოუვლის, მე და გია კი მარცხნიდან დავუვლით. ცოტა რომ გავიარეთ, გიამ ჩუმად რაღაცაზე მიმანიშნებს. ვაკვირდები და მგლებს ვხედავ. წამიერად თვალს ვავლებ გარემოს, – მგლებს ისეთი ადგილი აქვთ შერჩეული, რომ უკეთესს ვერც ინატრებ: ტყისპირა სწორი ადგილი , შუაში წყალი, უკანგასაქცევად ტყე და იელი(იელი- მთისათვის დამახასიათებელი მცენარე). შემოდგომაა, მაგრამ ბუნება ჯერ კიდევ ინარჩუნებს სიმწვანეს. მართალია, მგლებს მონაცრისფრო რუხი შეფერილობა აქვთ , მაგრამ იქაურობა ისეა დაბეკნილი მათ მიერ, რომ ბალხს ფერი ნადრევად აქვს შეცვლილი და მტაცებლების შემჩნევა ამ ფონზე სულაც არაა ადვილი.თავიდან ორ მგელს ვხედავთ და ლეკვები გვგონია, რადგან სიშორის გამო პატარები ჩანან, სინამდვილეში კი, როგორც მერე გაირკვა ეს დიდი ძუ და ხვადი იყო.მიპარვა შეუძლებელი გვეჩვენა და სასროლამდე დიდ მანძილს მივხოხავთ, თან იმის იმედზე ვართ, რომ იმ ორ მგელს, რომლებსაც ვხდავთ, სძინავთ. წინა დღეს გადმოღმა გორაზე ძროხა ჰყავთ დანაგლეჯი და ახლა ინელებენ. ცოტა ხნის ხოხვის შემდეგ ვხედავთ, რომ ერთმა მგელმა გამოიღვიძა და ჩვენსკენ იყურება. სუნთქვა გვეკვრის, ადგილზე ვშეშდებით და თოფებს ვამოწმებთ, რადგან თუ მგლები დაფრთხნენ და მიპარვას არ დაგვაცდიდიან, შორიდანვე უნდა ვესროლოთ. ჩვენდა სასიკეთოდ მგელი ვერ გვამჩნევს , მიზეზი კი, სავარაუდოდ ისაა, რომ მზე ჩვენი მხრიდანაა და მხედველობაში ხელს უშლით. ცოტა კიდევ ვიჩოჩებით და რას ვხედავთ: მგლებისგან მოშორებით ერთი შედარებით მომცრო მგელი, წევს და არ სძინავს. ახლაღა ვხვდებით თუ რამხელანი არიან ის ორნი,რომლებსაც სძინავთ. ეს მომცრო მგელი კი, რომელიც სავარაუდოდ მათი ნაშიერია, თავს ისე ატრიალებს იქეთ-აქეთ, რომ დიდი შანსა შეგვამჩნიოს, (ის, აშკარად, დარაჯის ფუნქციას ასრულებს). ჯერ მაინც კარგა შორ მანძილზე არიან. გადავწყვიტეთ აქცენტი ამ ორ დიდ მგელზე გავაკეთოთ. ხოხვას ვაგრძელებთ. ორი-სამი მეტრის გავლის შემდეგ კიდევ ერთი მოულოდნელობა : ორ მომცრო მგელს ვხედავთ ჩვენს ქვემოთ. გიას გავხედე, მანიშნებს, რომ გზას ვეღარ გააგრძელებს, რადგან მგლები უმალ შენიშნავენ, მე კი კიდევ შემიძლია მიახლოება და გზას ვაგრძელებ. ამ დროს ვხედავ, რომ ზემოთხსენებული მომცრო მგელი, (დარაჯი) რომელიც მოშორებით მარტოა, მამჩნევს, დგება და ტყისკენ გარბის. ცოტას კიდევ მივხოხავ და ვხედავ, რომ ორი დიდი მგელიდან ერთი დგება და იქვე შქერებში შედის. ვგრძნობ, შეიძლება დანარჩენებმაც შემამჩნიონ და სროლას ვაპირებ. მარჯვნივ ვიხედები და გიას ვანიშნებ, რომ მოემზადოს. ზემოთ, გორაზე ბიძაჩემიც შევნიშნე, რომელიც ჩასაფრებულა და ჭოგრიტით ნადირობის მსვლელობას აკვირდება. წელში ვიმართები, მუხლებზე დაჩოქილი და სასროლად ვემზადები. დიდი მგელი ჩემგან შორსაა. ამიტომ ვარჩევ მომცრო მგლებს ვესროლო. თოფს მხარზე კარგად ვიჭერ, ვუმიზნებ და ორივე ჩემი თვალთახედვის არეში ექცევა. ერთი წევს, მეორე კი დგას. მწოლიარეს ვუმიზნებ და ვესვრი. ვესვრი და რას ვხედავ , მწოლიარე მგელი, სროლის შემდეგ ფეხზე დგება და გაკვირვებული მიყურებს, ისეთივე გაკვირვებული, როგორადაც მე – მას. ამ დროს წინ მეორე მომცრო მგელი მორბის. „თოფს ვაყოლებ“ და ვესვრი. ცოტაზე გარბის და მიწაზე ეცემა. ამ დროს მესმის, თუ როგორ ისვრის გია აქედან, ბიძაჩემი კი, -იქედან, გაღმიდან. სწრაფად ვცვლი ჰილზს, რომელიც ამ დროის მანძილზე კბილებით მიჭირავს, რომ ჯიბეში ფათურში დრო არ დავკარგო. ვხედავ დახლოებით სამოც მეტრში ის დიდი მგელი, რომელიც რამოდენიმე წუთის წინ იელებში შესულიყო, ბუჩქებიდან გამოხტა და განგან გარბის, თან ჩემსკენ იყურება. თოფი ვაყოლებ და „თორმეტიან“კარტეჩს ვესვრი. დაახლოებით მოზარდი კვიცისხელა მგელი ადგილზე ტრიალდება და ეცემა, მაგრამ უცებ წინა ფეხებზე იმართება და ტყისკენ მიხოხავს, ტანს და უკანა ფეხებს მიათრევს. მთელი სისწრაფით მგლისკენ გავრბივარ, თან კვლავ ჰილზებს ვცვლი. უცებ მესმის, – მიდი,მიდი. წამით თავი ვაბრუნებ და ვხედავ როგორ მორბის სიმბა ჩემს უკან. მამაჩემი და თამაზიაც ასულან გორის თავზე და ამ ყველაფერს უყურებენ. მივდივარ იმ ადგილას, სადაც დავინახე , როგორ შეძვრა მგელი ტყისპირა ბუჩქებში. საკუთარი გულისცემის მეტი არაფერი მესმის. კარგად ვაკვირდები და ვხედავ იელში უძრავად მწოლიარე მგელს. სიმბა ახლოს მოდის, ბუჩქებში შედის და კბილებით ეტანება.ეს ყველაფერი წამებში მოხდა. გამოღმა მხარეს ამ დროს გიას ერთი დიდი მგლისთვის უსვრია, მეორე კი – პატარასთვის. ვერცერთისთვის ვერ მოურტყამს, – შორს იყო მისგან. ამ დროს მეორე მგელს, (როგორც მერე გაირკვა ძუ ყოფილა) ბიძაჩემმა ესროლა ორჯერ, – პირველად მსუბუქად დაჭრა, მეორედ კი სავარაუდოდ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რადგან სროლის შემდეგ მგელი ადგილზე დატრიალდა და შქერებში ჩაეშვა. მე, გია და ბიძაჩემი ხევს მივყვებით, მგლის მოსაძებნად, ამ დროს გასროლის ხმა გვესმის. მამაჩემი და თამაზი ზემოთ იყვნენ და ერთი მომცრო მგელი უკან მობრუნებულა (აი, ის, დარაჯად რომ იყო). თამაზის ფეხში დაუჭრია და ბოლოს მამაჩემს მოუკლავს. ჩვენ კი ბევრი ვეძებეთ, მაგრამ „ბიძაჩემის“ მგელი ვერ ვიპოვეთ, სერიოზულად იყო დაჭრილი, ალბათ იმ გაუვალ ხევს ბოლომდე ჩაჰყვა…ჩავთვალეთ, რომ ის მგელი არ გადარჩებოდა.უკან ვბრუნდებით, დახოცილი მგლებს ერთ ადგილზე ვაგროვებთ, სამ ცალს. ყველაზე საინტერესო თამაზიას კმაყოფილი და შვებამოგვრილი სახეა, ულვაშებში ეღიმება და სახეზე აწერია, – აუჰ, არ მევითქვი სული!სამი კვირის შემდეგ თამაზიამ შემოგვითვალა, რომ საყორნიაზე (უმაღლესი მთა გურიაში) მომცრო მგელი უპოვიათ მკვდარი. ეს ის მგელია მე და გიამ რომ ვესროლეთ, თუმცა, რას გაიგებ რომლის ნასროლმა გასჭრა, ორივემ 12 ბურთულიანი კარტეჩი ვესროლეთ.

ამ დღეს „საძელია“ გათავისუფლდა მისი ამომგდებებისაგან , რომელიც დღესდღეობით მარტო მთაში კი არა ბარშიც საგრძნობლად მომრავლდა და სიცოცხლეს უმწარებენ მესაქონლეებს.რამდენჯერაც ამ ისტორიას გავიხსენებ, იმდენჯერ მომაგონდება ქართული ფილმი ,,ხარება და გოგია’’ და განსაკუთრებით ფილმის ფინალი, ვიზუალურად, დრამატიზმითაც და კიდევ ბევრი რამითაც რომ ჩამოჰგავს ჩვენ თავს გადამხდარ ამ ამბავს.

ბორის გარუჩავა
მტაცებლებზე მონადირეთა საზოგადოება.

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა