გურიის სოფლებს მტაცებლები შეესივნენ

Sans titre 29
გურიის სოფლებს მტაცებლები შეესივნენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მგლებმა ასზე მეტი პირუტყვი დაგლიჯეს. ხშირ შემთხვევაში ცხოველები ხალხს დღის განმავლობაშიც არ ერიდებიან. ადგილობრივები დახმარებას და დასახლებულ პუნქტებში მგლებზე ნადირობის აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ.

ადგილობრივების განცხადებით, მგლები სოფლებს თავს უკვე მესამე წელია ესხმიან, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან რეაგირება არ ხდება. ადგილობრივები მონადირეების სპეციალური ჯგუფის შექმნას და დასახლებულ პუნქტებში მგლებზე ნადირობის აკრძალვის გაუქმებას ითხოვენ.

როდის გასცემს ნებართავს გარემოს დაცვის სამინისტრო მგლების ლიკვიდაციის შესახებ ჯერ უცნობია, გადაწყვეტილებამდე გურიის მოსხლეობამ მგლების შემოსევისგან საქონლის დაცვა ისევ საკუთარი ძალებით მოუწევთ.

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე

ვიდეო სიუჟეტის სანახავად დააჭირეთ აქ

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა