ღორიხვასნაირნი – ფრინველთა ხმები

წითელყელა ღორიხვა – Gavia stellata შავყელა ღორიხვა – Gavia arctica

უკან დაბრუნება, ფრინველთა ხმების კატეგორიაში


ღორიხვასნაირნი (Gaviiformes), ფრინველთა რიგი, მოიცავს ერთი ოჯახის ერთ გვარს (Gavia), რომელშიც გაერთიანებულია 3 სახეობა: წითელყელა ღორიხვა (Gavia stellata), შავყელა ღორიხვა (Gavia arctica) და პოლარული ღორიხვა (Gavia immer). ღორიხვასნაირნი ბინადრობენ ევრაზიისა და ამერიკის ტუნდრისა და ტყე-ტუნდრის ზოლში, ჩრდილოეთით აღწევენ შორეულ კუნძულებს. აზიაში ბინადრობენ ველისა და მაღალმთიან ტბებზედაც.სამხრეთ ნახევარსფეროში არ გვხვდებიან. საქართველოში მიმოფრენისას გვხვდება პირველი 2 სახეობა. ტანად საკმაოდ დიდი ფრინველები არიან (მასა 1-5 კგ). ღორიხვასნაირთვის დამახასიათებელია მჭიდრო, ხშირი შებუმბლვა, გრძელი, წვრილი ნისკარტი, მოკლე ბოლო, ვიწრო, მახვილი ფრთები. ქვემოდან თეთრად არიან შებუმბვლილი, ზემოდან – შავ-მურად, ზედ თეთრი კოპლებით. იკვებებიან თევზით, წყლის უხერხემლოებით. იყენებენ მათ ბუმბულს.