წყალტუბოს რაიონ სოფელ გეგუთში ფარით კურდღელზე ნადირობა დაფიქსირდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქე წყალტუბოს რაიონის სოფელ გეგუთში ნადირობდა გასანათებელი მოწყობილობის ე.წ. ფარის მეშვეობით. ამასთან, მას მონადირებული ჰქონდა ერთი ცალი გარეული კურდღელი.
სანადირო თოფი დაილუქა.
შედგა შესაბამისი ოქმი.
მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.

farit-nadiroba

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა