გარეული მტრედი

[huge_it_slider id=”5″]

გარეული მტრედი – Columba livia – Сизый голубь


გარეული მტრედი გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილო აფრიკაში.

საქართველოში გარეული მტრედი მოიპოვება თითქმის ყველგან. მობინადრეა.

გარეული მტრედი ბინადრობს კლდოვან ადგილებში, ხრამებში, ხევებში, ძველ ნაგებობათა ნანგრევებში, ადამიანის სამოსახლოსთან. ბუდეს იკეთებს კლდეთა ნაპრალებში, ხრამებში, გამოქვაბულებსა და კედლებში არსებულ ნიშებში. მარტის დამლევს დებს 2 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 17 დღემდე. კრუხად ჯდება მორიგეობით ორივე მშობელი. ხუნდების აღრზდაზე ზრუნავს როგორც დედალი, ისე მამალი. ძირითად საკვებს შეადგენს მარცლოვანები, უმეტესად ხორბალი, რომელსაც კენკავს მიწიდან და არა თავთავიდან. დიდი რაოდენობით ჭამს სარეველა მცენარეთა თესლებს, რითაც გარკვეული სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

გარეული მტრედისა ცნობილია 14 ქვესახე, რომელთაგან საქართველოში გვხდება თურქესტანული გარეული მტრედი – Columba livia neglecta

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა