სანადირო იარაღის გაფორმების ტესტი by თაზო · Published ივნისი 14, 2016 · Updated სექტემბერი 9, 2021 საგამოცდო ბილეთები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვითაა შედგენილი /15 სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ტესტირება თქვენი დრო ამოიწურა, სამწუხაროდ ტესტი ვერ ჩააბარეთ გამოცდის ჩასაბარებლად თქვენ გეძლევათ 20 წუთი. საგამოცდო ტესტი 15 კითხვისგან შედგება, გამოცდა ჩაბარებულად 13 სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში ჩაითვლება. 1 / 15 როდის არის იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი, რათა მსროლელმა შეძლოს გასროლა მაშინ, როდესაც იარაღი განმუხტულია და დგას მცველზე მაშინ, როდესაც ვაზნა განთავსებულია ლულის სავაზნეში და იარაღი მოხსნილია მცველიდან 2 / 15 დასაშვებია თუ არა და რა შემთხვევაში სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემა დასაშვებია, თუკი იურიდიული პირი, რომელიც ეწევა ნადირობას ან ამ პროფილით ახორციელებს ტურისტულ მომსახურებას, კუთვნილ რეგისტრირებულ იარაღს ნადირობისათვის დროებით გადასცემს იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც რეგისტრირებული აქვს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს არა დასაშვებია შეზღუდვის გარეშე 3 / 15 უსაფრთხოა თუ არა იარაღის შენახვა ისეთ საცავში, სადაც საწვავი, ადვილადაალებადი და ქიმიური ნივთიერებები ინახება უსაფრთხოა მხოლოდ ისეთ შენობაში, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახება არა დიახ 4 / 15 რომელი ვაზნების გასროლაა დასაშვები სანადირო ცეცხლსასროლი იარაღიდან მხოლოდ შესაბამისი კალიბრის მქონე ვაზნის, რომლის მიხედვითაც აიგო იარაღი და რომელიც მითითებულია თავად იარაღზე ნებისმიერი ვაზნის, რაც ჩაეტევა მჭიდში ან ლულაში არცერთი პასუხი არ არის სწორი 5 / 15 რა შემთხვევაშია დასაშვები თქვენს საკუთრებაში არსებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი შეინახოთ ისეთ ადგილას, სადაც ის გარეშე პირთათვის ხელმისაწვდომი იქნება არცერთ შემთხვევაში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იარაღი ხელმისაწვდომია იმ პირისთვის, ვისაც აქვს იარაღის შენახვის ან/და ტარების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გამორიცხულია იარაღთან არასრულწლოვანთა დაშვების შესაძლებლობა 6 / 15 სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს მხოლოდ ისეთ პირობებში/მდგომარეობაში, სადაც არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვება მხოლოდ ისეთ პირობებში/მდგომარეობაში, სადაც გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა მხოლოდ ისეთ მდგომარეობაში/პირობაში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა და უსაფრთხოება ჩამოთვლილთაგან ყველა პირობებში/მდგომარეობაში 7 / 15 დასაშვებია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დაუშლელ მდგომარეობაში ტარება დიახ, დასაშვებია ნებისმიერ ადგილას არა, სანადირო იარაღის დაუშლელ მდგომარეობაში ტარება აკრძალულია, გარდა ამისათვის სპეციალურად განსაზღვრული ადგილებისა (ტირი, სასროლეთი, სასროლო-სანადირო სტენდი, ნადირობისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილები) 8 / 15 სასხლეტზე თითის დადება მიზანშეწონილია ყოველთვის, როდესაც იარაღი ხელში გიჭირავთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა სროლას გადაწყვეტთ 9 / 15 დაშვებულია თუ არა ნადირობა სახელმწიფო ნაკრძალში დაუშვებელია დაშვებულია დაშვებულია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე 10 / 15 უსაფრთხოების მიზნით მიზანშეწონილია თუ არა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დამუხტულ მდგომარეობაში დატოვება დანიშნულებით გამოყენების შემდგომ არა დიახ დიახ, თუკი იარაღს შევინახავთ საცავში 11 / 15 ჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მცდარი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მქონე იარაღის მესაკუთრე არ არის ვალდებული იარაღის ტარებისას იქონიოს იარაღის რეგისტრაციის მოწმობა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან საბრძოლო მასალის გადაცემა სხვა პირთათვის აკრძალულია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე ვალდებულია უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა 12 / 15 ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს დამუხტულ მდგომარეობაში, გამორიცხული უნდა იყოს იარაღთან არასრულწლოვანთა დაშვების შესაძლებლობა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობაში/პირობებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ინახებოდეს განმუხტულ მდგომარეობაში და ოჯახის წევრთათვის ხელმისაწვდომ ადგილას, სადაც შესაძლებელი იქნება საჭიროების შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის დროული გამოყენება 13 / 15 ცეცხლსასროლი იარაღის გაწმენდის წინ უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია თუ არა ლულის სავაზნე არხის შემოწმება მასში ვაზნების არსებობაზე არ არის აუცილებელი აუცილებელია დამოკიდებულია ცეცხლსასროლი იარაღის ტიპზე 14 / 15 ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფის), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა იწვევს თუ არა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დიახ არა 15 / 15 აქვს თუ არა უფლება სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრეს საზღვარგარეთ გამგზავრებისას თავის საკუთრებაში არსებული იარაღი გადასცეს სხვა პირს დიახ, მხოლოდ ოჯახის წევრს დიახ, მხოლოდ იმ პირს, ვისაც აქვს იარაღის ტარების უფლება დიახ, ნებისმიერ ნდობით აღჭურვილ პირს არა, არ აქვს Your score is LinkedIn Facebook Twitter VKontakte 0% თავიდან დაწყება