“ფუ!” ბრძანების სწავლება

Sans titre 55
ლეკვი ყოველთვის შეასრულებს თქვენთვის არასასურველ ქმედებებს და იმისათვის, რომ ისინი ჩვევაში არ გადაეზარდოს, ლეკვმა უნდა იცოდეს ბრძანება “ფუ!”

ამ ბრძანებისადმი მიჩვევა საჭიროა 2-თვის ასაკიდან. სხვა ბრძანებების მსგავსად, ძაღლმა ეს ბრძანებაც უნდა შეასრულოს დაუყონებლივ. “ფუ!” ბრძანებას ამბობენ მკვეთრი და მკაცრი ხმით, რომელიც გამოხატავს პატრონის უკმაყოფილებას. ერთდროულად მას მოჰყვება წკეპლის ან სპეციალური მათრახის სუსტი დარტყმა.

არ შეიძლება ხელით ან თასმით რტყმა, თქვენი ხელი ლეკვისათვის ხომ ალერსის სიმბოლოა, თასმა კი განკუთვნილია გასასეირნებლად.

თუ თქვენ ლეკვს თასმით სცემთ, ვეღარ შეძლებთ ლეკვის გასეირნებას თასმით: ლეკვს შიში გაუჩნდება მის მიმართ.

ამ ბრძანების გამომუშავება უნდა იყოს შეხამებული ლეკვისათვის აკრძალული ქმედებების შეჩერებით. მკაცრად და ყურადღებით ადევნეთ თვალი თქვენს ლეკვს. “ფუ!” ბრძანება – მკვეთრი და მოულოდნელია, ასეთივე უნდა იყოს ფიზიკური ზემოქმედებაც.

ლეკვები და ზრდასრული ძაღლები, ჩვეულებრივ, იღებენ მიწაზე არსებულ სხვადასხვაგვარ ნარჩენებს, მაგრამ არა შიმშილის, არამედ თანდაყოლილი მოთხოვნილების გამო. წარსულში ძაღლები საკვებს სწორედ ასეთი ხერხით შოულობდნენ. ნარჩენების აღება იწვევს მძიმე შედეგებს.

ამასთან ბრძოლა საჭიროა უკვე ლეკვის ადრეულ ასაკში, ერთდროულად “ფუ!” ბრძანების დამუშავებასთან ერთად ლეკვის გადაჩვევა მიწიდან სხვადასხვაგვარი ნარჩენის აღებისაგან შეიძლება სხვადასხვა ხერხით.

მაგალითისათვის: გასეირნების წინ ლეკვისათვის უცნობმა პიროვნებამ დადგენილ ადგილებში საჭიროა დადოს ხორცის რამდენიმე ნაჭერი, რომლებსაც უნდა ეყაროს პილპილი ან სხვა მწარე, მაგრამ უვნებელი წამალი. სეირნობის დროს საჭიროა მოახდინოთ ლეკვისათვის ამ ნარჩენების პროვოცირება: ასეთი “საჩუქარი” ლეკვს ნამდვილად არ მოეწონება. მსგავსი გაკვეთილის განმეორება საჭიროა რამდენიმეჯერ, სატყუარის განთავსების ადგილის, ხარისხისა და გემოს შეცვლით.

მეორე ხერხი – თითქმის იგივეა, მაგრამ გემრიელი საკვების მიცემა ხდება მწარე სანელებლების გარეშე. მას ცვლის წკეპლა, რომლითაც პატრონი ურტყავს ლეკვს, თუ ეს უკანასკნელი გემრიელ ნაჭერს იღებს. ამასთან, დარტყმა უნდა შეესაბამებოდეს ძაღლის ზომებს. ერთდროულად წარმოითქმის ბრძანება “ფუ!”.

ამკრძალავი ბრძანება, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ძაღლებისა და გარშემომყოფების უსაფრთხოებისათვის

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა