ფსოვი

[huge_it_slider id=”28″]

ფსოვი – Haliaetus albicilla – Орлан-белохвост


ფსოვი, რომელიც ცნობილია თეთრკუდა არწივის სახელითაც, ვრცელდება ევროპაში, გარდა პირინეის ნახევარკუნძულისა, აზიაში, ჩრდ. აფრიკასა და ს. – დ. გრენლანდიაზე.

საქართველოს ფარგლებში ფსოვი გვხდება თითქმის ყველგან მობინადრე ფრინველის სახით. ვერტიკალურად ვრცელდება 2000 მ – მდე.

ბუდეს იკეთებს ხეზე, ზოგჯერ კლდის ნაპრალში, ზღვებისა და ტბების სანაპიროებზე, მდინარეთა ხეობებში. მარტში დებს 1 – 3 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 32 დღემდე. საკვებს შეადგენენ თევზები. იგი ჭამს აგრეთვე ძაღლებს, კატებს, მღრნელებსა და ფრინველებს, ზოგჯერ ქვეწარმავლებსაც.

ცნობილია ფსოვის რამდენიმე ქვესახე. რომელთაგან საქართველოში გვხდება ჩვეულებრივი ფსოვი – Haliaeetus albicilla albicilla

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა