ფოთში დაჭრილ მდგომარეობაში მყოფი ხუჭუჭა ვარხვი იპოვეს

Sans titre 14
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ფოთში დაჭრილ მდგომარეობაში მყოფი ხუჭუჭა ვარხვი იპოვეს. აღნიშნული ფრინველი წითელი ნუსხით დაცული სახეობაა და მასზე ნადირობა აკრძალულია. ამ ეტაპზე უცნობია სამართალდამრღვევის ვინაობა.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაჭრილი ფრინველი მკურნალობის მიზნით თბილისის ზოოპარკს გადასცეს.

Sans titre 15

Sans titre 16

ყურადღება! მოიწონეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ სიახლეები პირველმა