Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

გურია — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. დასახლებულია, ძირითადად, გურულებით.

რც საქართველოს ერთ-ერთი საერისთავო. ერისთავები იყვნენ გურიელები, რომლებიც ვარდანისძეთა საგვარეულო შტოდან წარმოიშვნენ. საერისთავოს ცენტრი იყო სოფელი გურიანთა.
XV საუკუნის მე-2 ნახევარში საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს დაშლის შემდეგ წარმოიქმნა გურიის სამთავრო. მას გურიელები განაგებდნენ და რეზიდენცია ჰქონდათ ალამბარში, შემდგომ ოზურგეთში, ასევე ლიხაურში. საუფლისწულო მამულს წამოადგენდა სოფელი ლესა.
გურიის სამთავრო მუდმივ ბრძოლაში იმყოფებოდა იმერეთის სამეფოსთან და ოსმალეთის იმპერიასთან. გურიის სამთავროს ძირითადი მოკავშირე ოდიშის სამთავრო იყო. გურიის ზოგმა მთავარმა მოახერხა იმერეთის მეფის ტახტის დროებით დაპატრონება. ოსმალეთის იმპერიასთან მუდმივი ბრძოლების შედეგად გურიის სამთავრომ დაკარგა ქვემო გურია.

1828 წელს გურიის სამთავრო რუსეთის იმპერიას შეუერთდა. 1840 წელს სამთავრო გაუქმდა და გურია ოზურგეთის მაზრის სახით ქუთაისის გუბერნიაში შევიდა. თავის მხრივ, ოზურგეთის მაზრა 12 თემად იყოფოდა. რუსეთის მმართველობით გამოწვეული უკმაყოფილება დიდი იყო, განსაკუთრებით გლეხობაში, რაც 1841 წლის აჯანყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა. აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს, თუმცა უკმაყოფილება დარჩა და 1862 წელს კიდევ ერთი აჯანყება მოხდა ბატონყმობის წინააღმდეგ.
1877-1878 წლებში გურიაში გადიოდა რუსეთ-ოსმალეთის ომის ფრონტი, რამაც მხარე კიდევ უფრო დააზარალა. სოციალური პრობლემები ხელს უწყობდა გლეხობაში სოციალ-დემოკრატიული იდეების გავრცელებას. გურული სოციალ-დემოკრატები განსაკუთრებით გააქტიურდნენ რუსეთის 1905 წლის რევოლუციის დროს. თავდაპირველად გლეხებმა წამოაყენეს საკუთარი მოთხოვნები, რაც ბახვის მანიფესტის სახელითაა ცნობილი, ხოლო შემდეგ დაიწყეს შეიარაღებულიუ ამბოხება და გამოაცხადეს გურიის რესპუბლიკა. 1906 წლის 10 იანვარს პოლკოვნიკ კრილოვის ექსპედიციამ აჯანყება უმოწყალოდ ჩაახშო.
1921 წლიდან საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადებასთან ერთად გაუქმა ოზურგეთის მაზრა და მის ნაცვლად შეიქმნა ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონები.

გურიაში ტრადიციული ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის გარდა მღეროდნენ ოთხხმიან სიმღერა "ნადურსაც". ერთ-ერთი ხმა კრიმანჭულია. კრიმანჭული გაგრეხილ, დამანჭულ კრინს ნიშნავს. კრინი მამაკაცის ყველაზე მაღალი ხმაა. კრინს ევროპაში ფალტეცი, კრიმანჭულს კი იოდლი შეესაბამება. ხალხური გადმოცემით ამ ხმის არსებობას ბავშვებს უნდა ვუმადლოდეთ: თითქოსადა შებინდებისას უდაბურ ადგილას მარტო წასული ბავშვები თავის გასამხნევებლად და ავსულების დასაფრთხობად ასეთ ხმებს გამოსცემდნენ. კრიმანჭულს სამეგრელოსა და იმერეთშიც მღერიან. გურიასა და მთელს დასავლეთ საქართველოში გავრცელეული საკრავია ჩონგური. მას ოთხი სიმი აქვს. სიმები აბრეშუმისაა ამიტომ საკრავი ნაზ ხმას გამოსცემს. ჩონგურის თანხლებით სრულდება სახუმარო, სატრფიალო, შრომის თუ საწესო სიმღერები
ჩიჩლაკი სიცოცხლის ხის ნაირსახეობაა. მას ახალი წლის წინა დღეს თხილის ან იმერული ხეჭრელის ტოტებისაგან ამზადებდნენ და კურკანტელით, მარადმწვანე სუროთი, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებითა და ხილით რთავდნენ. ჩიჩილაკი ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლებოდა. ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ,შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ.
გურიაში გავრცელებული საცხოვრისის ძირითადი სახეა ოდა, რსახურავი

ოდა

ფიცრული

ომელიც მთელი დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ის 3-6 ოთახიანი ფიცრული სახლია ხის იატაკითა და აივნით. ოდის ოთხფერდა სახურავი კრამიტით ან ყავრითაა გადახურული. ნესტიანი ჰავის გამო სახლი ხის ან ქვის ბოძებზეა შეყენებული. ოდას ბუხრით ათბობდნენ.dbe0834afdbe.jpg

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

ლანჩხუთი, ქალაქი გურიის მხარეში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1961 წელს. მოსახლეობა8 ათასი (2006 წ.). წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში . მდებარეობს გურიის დაბლობზე, ზღვის დონიდან 20 მ . ლანჩხუთში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული .საშუალო წლიურიტემპერატურა 13,8 °ჩ, იანვარში 4,2 °ჩ, ივლისში 23 °ჩ, ნალექებია 1980 მმ წელიწადში.

ქალაქი დაშორებულია თბილისიდან 274 მ-ით, ბათუმიდან 85 მ-ით, ფოთიდან 42 მ-ით. ლანჩხუთში არის რკინიგზის სადგური სამტრედია - მახინჯაურის ხაზზე. გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ურეკი - სამტრედია ( ს -12), ასევე შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა ლანჩხუთი - ნასაკირალი

ლანჩხუთის ეტიმოლოგია მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს . აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას შეხედულებით, რომელიც შემდეგ გაიმეორა და განავრცო ზურაბ ჭუმბურიძემ ,ქალაქის სახელი უკავშირდება მეგრულ-ჭანურ სიტყვა ჩხუ-ს ( ჩხოუ-ს ), რაც ძროხას ნიშნავს.

სხვა მოსაზრება ეყრდნობა ვახუშტი ბატონიშვილი: ... აქ ერთვის რიონს მცირე მდინარე და ამ ფოთის აღმოსავლეთით , რიონის კიდესა ზედა არს ლანჩქუთი . ამ ლანჩქუთს სამხრითწამოვალს მთა საჯავახოს მთიდამ დასავლეთად ...“

მისი მიხედვით ტიპონიმის თავდაპირველი ძირი იყო " ჩქუ" და არა " ჩხუ". " ჩქუ" მეგრულად სიტყვა სიტყვით ნიშნავს " ჩანს". ასე რომ , შეგვიძლია დავასკვნათ , რომ ლანჩქუთი , იგივე ლანჩხუთი ნიშნავს " სამზერ ", "გადასახედს ". ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც , რომ უწნიდელი სოფელი ლანჩქუთი მაღლობში , გურიის ქედზე იყო გაშენებული და მოსახლეობამ ქვევით , დაბლობში მოგვიანებით გადაინაცვლა.

ქალაქში არის ჯანდაცვის დაწესებულებები , სამი საჯარო სკოლა , იოანე ნათლისმცემლის სახელობის სამრევლო სკოლა, კულტურის ცენტრი . გამოდის სამი გაზეთი : " ლაჩხუთი +" , „ლანჩხუთის მოამბე“ და " ჰო და არა ". მოქმედებს მუნიციპალური ბიბლიოთეკა .

ლანჩხუთში არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი , რომელიც დაარსდა 1978 წელს . დღესდღეობით მუზეუმში7886 არქეოლოგიური , ნუმიზმატური , სახვითი ხელოვნების , ეთნოგრაფიული , ბუნების, ისტორიული ექსპონატია . განსაკუთრებით აღსანიშნავია ძველი წელთაღრიცხვით მე-4 საუკუნის ბრინჯაოს მუზარადი, ბრინჯაოს კოლხური ცულების კოლექცია , ანტიკური ხანის კერამიკა , მე -4 საუკუნის ბრინჯაოს ჯვარი, მე -11 საუკუნის ლაპიდარული წარწერა ქვაზე , გურული ცხენოსნების ამერიკაში მოგზაურობის ექსპონატები , ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები და სხვ .

ქალაქში არის საფეხბურთო კლუბი " გურია ". ის ჩამოყალიბდა 1925 წელს და ერქვა " კიმი ".

"გურია" ორჯერ თამაშობდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში , ერთხელ მოიპოვა საქართველოს თასი , ხოლო ორჯერ დაიკავა მეორე ადგილი საქართველოს ჩემპიონატში. 

ლანჩხუთში დაიბადა ნოე ჟორდანია - ქართველი პოლიტიკოსი , საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

 

 

ჩასწორებულია , devi - ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

აპაააა რავაა :clapping1:

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

გამოხმაურების დასამატებლად დარეგისტრირდით ან შედით სისტემაში

გამოხმაურებლის დასამატებლად აუცილებელი პირობაა დარეგისტრირებული იყოთ საიტზე. შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ წამიერად, Facebook - ის საშუალებით

რეგისტრაცია საიტზე

დარეგისტრირდი საიტზე ან გაიარეთ რეგისტრაცია Facebook - ით და გახდით საიტის სრულფასოვანი წევრი. სულ რამდენიმე წამის საქმეა

რეგისტრაცია

საიტზე შესვლა

უკვე რეგისტრირებული ხართ? გამოიყენეთ შესვლის ღილაკი და შეიყვანეთ თქვენი სახელი/ელ-ფოსტა და პაროლი. ან შედით Facebook - ით წამიერად

საიტზე შესვლა


ვიზიტორთა მთვლელები