Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ბარსის სპრეი
bars 
АГРОВЕТЗАЩИТА НВЦ, რუსეთი

შემადგენლობა: 1 მლ პრეპარატი შეიცავს
წამლის შემადგენლობაში შედის სინთეტიკური პირეტროიდ პერმეტრინი (0,25%), დამხმარე კომპონენტები: გლიცერინი, მარილის მჟავა, აბუსალათინის ზეთი,გამოხდილი წყალი, იზოპროპილის სპირტი.

ჩვენებები:
ინსექტოაკარიციდული სპრეი (შპრეყ  ინსეცტოაცარიციდაე Bარს) – სამკურნალო საშუალებაა ძაღლებისა და კატების არახნო – ენტომოზების სამკურნალოდ დაპროფილაქტიკასთვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 
პერმეტრინი, ხასიათდება სისტმური და კონტაქტური ინსექტოაკარიციდული და ასევე რეპელენტული მოქმედების ფართო სპექტრით.

ინსექტოაკარიციდული სპრეი  - ბარსი აქტიური ქმედებით გამოირჩევა ტილების, რწყილების, თმისმჭამელი, იქსოდური და სარკოპტიდული ტკიპების მიმართ,რომლებიც კატებისა და ძაღლების პარაზიტებს წარმოადგენენ.

ინსექტოაკარიციდულ სპრეის  - იყენებენ კატებისა და ძაღლების დასამუშავებლად ენტომოზების, სარკოპტოზის, ნოტოედროზის, იქსოდოიდური ტკიპებითცხოველების დაზიანების დროს და ასევე ცხოველებზე ექტოპარაზიტების თავდასხმისგან თავდასაცავად.

მიღების წესი და დოზირება:
ცხოველების დამუშავებას ახდენენ სუფთა ჰაერზე ან შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება, გაღებული ფანჯრების (სარკმელების) პირობებში, ცეცხლისგანმოცილებულ ადგილას, საიდანაც წინასწარ გატანილია გალიები დეკორატიული ფრინველებით და თევზებიან აკვარიუმს დაფარებული აქვს თავზე. იმისათვის, რომცხოველმა არ ალოკოს პრეპარატი, მას ალიკაპს აცმევენ ან ყბებს უფიქსირებენ თასმისგან გაკეთებული მარყუჟით.

გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ, უნდა გვეჭიროს ვერტიკალურად და დავაჭიროთ, ისე რომ აეროზოლის ნაკადი მივმართოთ დასამუშავებელიზედაპირისკენ 20-25 სმ-ის მანძილიდან.

მწერების გასანადგურებლად და იქსოიდური ტკიპების ცხოველებზე თავდასხმისაგან დასაცავად, სპრეით მუშავდება ცხოველის მთლიანი სხეული ბალანის ზრდისსაპირისპირო მიმართულებით, ბეწვის მსუბუქად დატენიანებით (როდესაც ცხოველს გრძელი ბეწვი აქვს, იგი ხელით უნდა ავწიოთ).

ყურის ნიჟარებისა და მკერდის დამუშავებისას ცხოველს თვალებზე უნდა ავაფაროთ ხელი, და დამუშავება მოვახდინოთ თითების ბოლოებით. მსუბუქი წრიულიმოძრაობით შევაზილოთ თვალებისა და ცხვირის გარშემო, შემდეგ უნდა დამუშავდეს კისერი, სხეული, კიდურები, მუცელი და კუდი. დამუშავებიდან 20 წუთისშემდეგ ცხოველის ბეწვს სავარცხლით ვარცხნიან, რის შემდეგაც მოხსნიან ალიკაპს (ან მარყუჟს).

იქსოდური ტკიპების გასანადგურებლად ცხოველის სხეულზე პრეპარატი ესხურება ტკიპას და კანთან მისი მიმაგრების ადგილს (მფრქვევანაზე ერთი დაჭერით). თუ20-30 წუთის მანძილზე ტკიპა თავისით არ ჩამოვარდება, მას პინცეტით ფრთხილად აძრობენ და ანადგურებენ.

პროფილაქტიკის მიზნით დამუშავებას ახდენენ მითითების თანახმად, მაგრამ არაუმეტეს 1 დამუშავებისა თვის განმავლობაში მწერების წინააღმდეგ და არაუმეტეს 1დამუშავებისა 14 დღის განმავლობაში იქსოდური ტკიპების წინააღმდეგ (მათი პარაზიტირების პერიოდში).

რწყილებით ქვეშაგების განმეორებითი ინვაზიის თავიდან ასაცილებლად, ხდება დამუშავება სპრეით გაანგრიშებით 2 მლ (მფრქვევანაზე ოთხჯერადი დაჭერა)დასამუშავებელ ზედაპირის 1 მ2-ზე. სამი დღის განმავლობაში დაუშვებელია ცხოველის კონტაქტი დამუშავებულ საგნებთან, ხოლო შემდგომ გამოყენებამდე საჭიროამათი გარეცხა სარეცხი საშუალებებით.

კატების ნოტოედროზით, ხოლო ძაღლების სარკოპტოზით დაინვაზირების შემთხვევაში პრეპარატს ასხურებენ სხეულის დაზიანებულ უბანზე, რომელიც წინასწარუნდა გასუფთავდეს ფუფხისგან. დასხურება ასევე უნდა მოხდეს მოსაზღვრე ჯანმრთელი კანის 1 სმ.

პრეპარატით დამუშავებას აწარმოებენ დაზიანებული ადგილის მსუბუქად დასველებით, 2-4 -ჯერ 7-10 დღის ინტერვალით ცხოველის კლინიკურგამოჯანმრთელებამდე, რომელიც დასტურდება აკაროლოგიური გამოკვლევის ორი უარყოფითი შედეგით.

ცხოველებს, რომლებსაც დიდი უბანი აქვთ დაზიანებული, ამუშავებენ ორ ჯერზე 1 დღის ინტერვალით. პრეპარატს ასხურებენ დაზიანებულ ადგილებზე სხეულისჯერ ერთ, შემდეგ მეორე ნახევარზე.

ბეწვის საბოლოოდ გაშრობამდე ცხოველს არ უნდა მიეცეს უფლება ალოკოს პრეპარატი, არ შეიძლება მისი მიშვება ცეცხლთან და გამათბობელ ხელსაწყოებთან.

გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები და გართულებები სამკურნალო საშუალების გამოყენებისას აღნიშნული ინსტრუქციის დაცვის პირობებში არ აღინიშნებოდა.ინდივიდუალურად ცხოველის პერმეტრინისადმი ზემგრძნობლობის შემთხვევაში და ალერგიული რეაქციების დროს, საჭიროა ინსექტოაკარიციდული სპრეი ბარსისჩამობანა წყლით და საპნით. უნდა შეწყდეს პრეპარატის მოხმარება.

უკუჩვენებები:
დამუშავებას არ ექვემდებარებიან მაკე, მეძუძური, ინფექციური დაავადებებით დასნებოვნებული ან გამოჯანმრთელების სტადიაში მყოფი ცხოველები, ასევე ლეკვებიდა კნუტები, რომლებსაც არ შესრულებიათ 10 თვე.

გამოშვების ფორმა:
ინსექტოაკარიციდულ სპრეის - ბარსი უშვებენ დაფასოებულს 100 და 200 მლ ოდენობით პოლიეთილენის ფლაკონებში მექანიკური მფრქვეველი თავებით.

შენახვის პირობები:        
პრეპარატი ინახება დახურულ ქარხნულ შეფუთვაში, სინათლისა და ნესტისაგან დაცულ ადგილას, საკვები პროდუქტებისა და ცხოველების საკვებისგანგანცალკევებით, 00-დან 300 C-მდე  ტემპერატურაზე.

ვადა: - 2 წელი.

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

აუცილებელი პრეპარატია ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისათვის

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

კი... მირზას ვაბშე დამუშავებული ყავდა ძაღლი და მაინც ვერ დაეზღვია, ტკიპამ უკბინა და ცუდად ყავდა, გადაარჩინა და წარმოიდგინე ამის გარეშე... 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

გამოხმაურების დასამატებლად დარეგისტრირდით ან შედით სისტემაში

გამოხმაურებლის დასამატებლად აუცილებელი პირობაა დარეგისტრირებული იყოთ საიტზე. შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ წამიერად, Facebook - ის საშუალებით

რეგისტრაცია საიტზე

დარეგისტრირდი საიტზე ან გაიარეთ რეგისტრაცია Facebook - ით და გახდით საიტის სრულფასოვანი წევრი. სულ რამდენიმე წამის საქმეა

რეგისტრაცია

საიტზე შესვლა

უკვე რეგისტრირებული ხართ? გამოიყენეთ შესვლის ღილაკი და შეიყვანეთ თქვენი სახელი/ელ-ფოსტა და პაროლი. ან შედით Facebook - ით წამიერად

საიტზე შესვლა


ვიზიტორთა მთვლელები