Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

სპორტინგი

l93ua.jpg

იქიდან გამომდინარე რომ ეს სახეობა შედარებით ახალია ორიოდე სიტყვით გავამახვილოთ ყურადრება იმაზე თუ რას წარმოადგეს სპორტინგი.
სპორტინგის მოედანი (ამ შემთხვევაში კომპაკტ ) ესაა დაახლოებით 40/40 მეტრზე კვადრატი. ამ მოედანზე სხვადასხვა კუთხით და სხვადასხვა სიმაღლით განთავსებულია მინიმუმ 5-7 სასროლი მანქანა. მაქსიმალური რაოდენობა არაა შეზღუდული. მაგალითისათვის "კუზმინების" სასროლეტზე შენდება 12 აგრეგატიანი მოედანი.პირობითი კვადრატის წინა ხაზზე განთავსებულია 5 სასროლი პოზიცია. სასროლი პოზიციები ზემოთხსენებული სტენდებისაგან გასნხვავებულია, აქაა დამზღვევი ბოძები.(საცეცხლე ჩარჩო) ეს ჩარჩო დამზადებულია უსაფრთხოებისთვის, რადგან ნასროლები შეიძლება იყოს გაუთვალისწინებელი მიმართულებით.
ყოველი სამიზნე რომელიც კონკრეტული ნომრიდან ამოიჭრება, განასახიერებს გარკვეულ სანადირო ფრინველს თუ ცხოველს. ერთ ერთი საეთი სტენდი მოედნია სურათზე# 3
მანქანა A
მრგვალი სტენდის მაღალი ჯიხურის მსგავსია, სადაც თეფში მიფრინავს მარცხნიდან მარჯვნინ.

მანქანა B
შემხვედრი სამიზნე იმიტირებს მონადირისაკენ მომფრენ იხვს

მანქანა C
სამიზნე სანგრიდან ამოფრინდება თეფში და შორდება მსროლელს. ვარირებული სიჩქარით და ფრენის სიშორით. როგორც უკვე ვთქვით ეს სამიზნე ძალიან სასურველია მეძებრით მონადირეთათვის.

მანქანა D
სამიზნე რომელიც მარჯვენა მხრიდან მაღლა ფრინდება, განასახიერებს ხოხობს.

მანქანა E
განტავსებულია ყველაზე მაღალ და შორ ჯიხურში მოედნის მარცხენა მხარეს. შეიძლება განასახიეროს შორი ბატი რომელიც მოდის დასაშვებად , ასევე ხოხობი მარეკის გამორეკილი ტყიდან.

მანქანა F
ესაა ე.წ. გაქცეული კურდღელი, ამ ჯიხურიდან გამოშვებული სამიზნე მიგორავს გრუნტზე შიგადაშიგ ხტება ხოლმე. კურდღლის სირბილის ტრაექტორია სხვადასხვა შეიძლება იყოს. ზოგიერთ მოედანზე, შეიძლება იყოს სამივე ტრაექტორიის კურდღელი, აი იქ კი სროლის სწავლის მსურველს ეძლევა არჩევის საშუალება ისროლოს მისთვის სასურველი სამიზნეს. 
ხშირად ნადირობისას გაურკვეველია დაცილების მიზეზი, ნასროლის განმეორება კი , იმავე მანძილზე იმავე კუთხით და იმავე სისწრაფით როგორც ასეთი ამის შესაძლებლობა არასოდეს არა არის. ჩემი რეკომენდაციაა; მიახლოებით დავიმახსოვროთ ყველა მაჩვენებელი და შევარჩიოთ სასროლეთზე ანალოგიური სამიზნე და გავერკვიოთ დაცილების მიზეზებში. ძირითადად როცა მონადირე დაცილების მთელ სერიას აკეთებს , ვთქვათ მაღლა გადმოსულ ბატზე , იგი უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას მან უბრალოდ არ იცის სწორი წინსწრება რამდენი სჭირდება, ამ შემთხვევაში დაგვეხმარება სამიზნე E , რამოდენიმე გასროლის შემდეგ დადგინდება წინსწრების სიშორე, რომელიც უნდა დაიმახსოვროს მონადირემ და გამოიყენოს პრაქტიკაში. იგივე ეხება კურდღელს და იხვს, ამოფრთხიალებულ ხოხობს და ა.შ.
სხვათაშორის მე შევამჩნიე რომ, ბევრი დამწყები მსროლელი ვისაც უნდა სროლის სწავლა სასროლად მოდიან სპეციალური სპორტული თოფებით, ან ქირაობენ მათ სტენდზე. საკუთარ სანადირო თოფებს კი ტოვებნ სახლში. მე ამას არ ვიზამდი.. თოფის შეჩვევა მისი ბალანსს , მანევრულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ასევე შესაძლებელია სტენდზე ისროდეთ შესანიშნავად სპორტული ბოკფლინტით , მაგრამ ნუ მოელოდებით იმავეს ნადირობისას ნახევრად ავტომატით.
რაც შეეხება დუბლეტებს სპორტინგ მოედნებზე ; ჯერ ერთი ნებისმიერ მანქანას შეუძლია მიყოლებით გაისროლოს თეფშები 1-2 წამის ინტერვალით. საკმაოდ ხშირი მოვლენაა როდესაც ერთ ამოფრენილ ფრინველს მოყვება მეორეც. კიდევ და უფრო საინტერესო ვარიანტია როდესაც პირველი გასროლის შემდეგ თოფის ხმაზე აფრინდება მეორე ფრინველი. ბალახიდან ან კამიშებიდან. შესაძლებელია მაგ. კურდღლის გამოვარდნა იმ ადგილიდან სადაც ჩავარდა ჩამოგდებული ფრინველი. მე პირადად სიამოვნებით ვესროდი ორ კურდღელს რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გარბიან , ასეთი რამ ნადირობისას იშვიათია მაგრამ იქნება და რა ხდება....
მესტენდურის ყველაზე დიდი შეცდომა ნადირობისას ისაა რომ, სროლის ტექნიკა მთ (და ხანდახან მეც) ერთგვარი აქვთ აი ფრინველზე სროლის ტექნიკა კი სულ სხვაა. მესტენდური მოიგდებს თოფს მხარზე გაუსწრებს სამიზნეს და გამოკრავს ჩახმახს ისე რომ არ ფიქრობს შესწორებებზე. ვინაიდან თეფში მტვრად იქცევა თუ მას ერთი პატარა ნაწილი მოტყდება ის დაზიანებულად ითვლება, აი ნადრიობისას კი საჭიროა ფრიველის სასიკვდილოდ დაზიანება ისე რომ ჩამოგდებული ფრინველი არ იყოს დაჭრილი. მონადირე როგორც ასეთი ცდილობს გაუშვას სამიზნე და მშვიდად აუჩქარებლად დაუმიზნოს , ამას როგორც ასეთი მოყვება თოფის გაჩერება. შედეგად კი დაცილება. ესაა მესტენდურის ხში აცილების მიზეზი.
დაახლოებით 20 წლის წინ , მქონდა ბედნიერება მიმეღო მონაწილეობა ისეთ საერთაშორისო შეჯიბრში როგორიცაა სანადრიო ხუთჭიდი. ეს იყო ნამდვილი მზადება ნადირობისათვის. ხუთჭიდში შედიოდა შემდეგი ვარჯიშები, მრგვალი სტენდი 50 სამიზნე, სასანგრე სტენდი 50 სამიზნე, გარეული თხა 100 მეტრი , გაქცეული ტახი ნებისმიერი კალიბრის სანადირო შაშხანა და ბოლოს მფრინავი ხოხობი. ეს უკანასკნელი იყო ყველაზე საინტერესო; მსროლელი დგას 15 მეტრში ღობის წინ, ღობის უკან კი მაღალი ჯიხურია ორი კატაპულტით, ბრძანების შემდეგ ორივე მანქანა ერთდროულად უშვებს თეფშებს, სპორცმენი ვალდებულია წყვილი სროლით დააზიანოს სამიზნე ისე რომ არ გამოცდეს მას ზურგს უკან. მშვენიერი ვარჯიშია იხვის გადაფრენისათვის, მაგრამ ვიდრე აქამდე მივა მსროლეი ის ვალდებულია გაეცნოს მრგვალი სტენდის და კომპაქტ სპორტინგის საწყის ეტაპს.

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

გამოხმაურების დასამატებლად დარეგისტრირდით ან შედით სისტემაში

გამოხმაურებლის დასამატებლად აუცილებელი პირობაა დარეგისტრირებული იყოთ საიტზე. შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ წამიერად, Facebook - ის საშუალებით

რეგისტრაცია საიტზე

დარეგისტრირდი საიტზე ან გაიარეთ რეგისტრაცია Facebook - ით და გახდით საიტის სრულფასოვანი წევრი. სულ რამდენიმე წამის საქმეა

რეგისტრაცია

საიტზე შესვლა

უკვე რეგისტრირებული ხართ? გამოიყენეთ შესვლის ღილაკი და შეიყვანეთ თქვენი სახელი/ელ-ფოსტა და პაროლი. ან შედით Facebook - ით წამიერად

საიტზე შესვლა


ვიზიტორთა მთვლელები