Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

ამერიკული ჟურნალი „ალიასკა“ მოგვითხრობს ერთ–ერთ ძველ ჩინურ მეთოდზე, თუ როგორ უნდა ამოვიღოთ თითქმის უმტკივნეულოდ სხეულში ღრმად შერჭობილი ნემსკავი. ამ დროს არ არის საჭირო განაკვეთის გაკეთება ან ნემსკავის ძალით ამოგლეჯვა.

post-4-0-20635800-1388771730.jpgსტატიის ავტორი ირწმუნება, რომ ეს მეთოდი გამოსცადა სულ მცირე ათიოდე მეთევზეზე და მხოლოდ ორი მათგანი განიცდიდა ამ დროს მცირე ტკივილს ნემსის შეყვანის დროს – სურათებზე კარგად ჩანს თუ რა უნდა გავაკეთოთ.

 

ოპერაციისას ვიყენებთ ჩვეულებრივ საკერავ ნემსს, რომლის დიამეტრიც ცოტა მეტი უნდა იყოს ვისდრე ნემსკავის მავთულისა. საჭიროა დავიცვათ ორი წესი:

ჭრილობაში შეყვანის წინ ნემსი უნდა გავასტერილოთ სპირტით (შეიძლება ოდეკოლონით) ან იოდით;

ნემსის წვეტი უნდა დავაბლაგვოთ, რადგან წვეტიანმა ნემსმა შეიძლება ახალი ჭრილობა წარმოქმნას.

post-4-0-88116100-1388771720.jpgბლაგვი ნემსი შეგვყავს ჭრილობაში და ფრთიხილად წავწევთ წინ ნემსკავის გასწვრივ, მანამ, სანამ მისი წვერი არ გაუსწორდება ნემსკავის ბოლოს. შემდეგ ნემსს მცირეოდენ წამოვწევთ ისე, რომ ნემსის წვერი დადგეს ნემსკავის წვეტის გასწვრივ. აქ ვიწყებთ ნემსის სხვადასხვა მხარეს მოძრაობას, რათა განზე გავწიოთ დაზიანებული ქსოვილები. ამ მარტივი მანიპულაციის შემდეგ თამამად შეგიძლიათ ამოიღოთ ნემსკავი.

ავტორი ამტკიცებს, რომ პროცედურა პრაქტიკულად უმტკივნეულოა, ხოლო ოპერაციის შემდეგ მხოლოდ მცირე ნაწიბური რჩება. ტეტანუსის ტავიდან ასაცილებლად ჭრილობიდან უნდა გამოვადინოთ მცირე რაოდენობით სისხლი და წრილობა დავამუშავოთ იოდით. სახლში მისვლისას დაზარალებულმა სასურველია გაიაროს ექიმის კონსულტაცია.

 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

გამოხმაურების დასამატებლად დარეგისტრირდით ან შედით სისტემაში

გამოხმაურებლის დასამატებლად აუცილებელი პირობაა დარეგისტრირებული იყოთ საიტზე. შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ წამიერად, Facebook - ის საშუალებით

რეგისტრაცია საიტზე

დარეგისტრირდი საიტზე ან გაიარეთ რეგისტრაცია Facebook - ით და გახდით საიტის სრულფასოვანი წევრი. სულ რამდენიმე წამის საქმეა

რეგისტრაცია

საიტზე შესვლა

უკვე რეგისტრირებული ხართ? გამოიყენეთ შესვლის ღილაკი და შეიყვანეთ თქვენი სახელი/ელ-ფოსტა და პაროლი. ან შედით Facebook - ით წამიერად

საიტზე შესვლა


ვიზიტორთა მთვლელები