Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

                            ფიქსირებული და სახსნელი ჩოკები

   
 
ფიქსირებული ჩოკების აღმომჩენებად ამერიკელი ფრედ კიმბლი და ბრიტანელი პეიპი ითვლებიან . ეს 1870 წელს მოხდა .
არსებობს სხვადასხვა შევიწროების სახსნელი ჩოკები:   
 
5f8107030c03.gif
 
 
6a64731dfaa5.jpg
 
 
XF – Extra Full – ძლიერი ჩოკი 1,25
F – Full – სრული ჩოკი 1,0
IM – Improved Modified – გაძლიერებული ნახევარჩოკი 0,75
M – Modified – ნახევარჩოკი 0,5
IC – Improved Cylinder – გაძლიერებული ცილინდრი 0,25
С- Cylinder ცილინდრი 0,00 -0,2 (მინუს 0,2 არის მილძაბრა)

ცოტა რამ სახსნელი ჩოკების ისტორიიდან:

თუ თოფის ლულათა შევიწროება დიდია, მაშინ ასეთი იარაღით შედარებით დიდ მანძილზეა შესაძლებელი წარმატებული სროლა, ხოლო ,,ახლოში” ან ვერ მოარტყამ ან ტუშს გააფუჭებ. ლულის მცირე შევიწროებისას კი დიდ მანძილზე სანადირო ობიექტს ვერაფერს დააკლებ.

ოდითგანვე ევროპაში უპირატესობას ორლულიანებს ანიჭებდნენ, რომელშიც სხვადასხვა შევიროების ლულათა პრობლება მეტნაკლებად გადაწყვეტილი იყო. მარჯვენა(ან ქვედა) ლულა უფრო ნაკლები შევიწროების კეთდებოდა, ხოლო მარცხენა(ან ზედა) ლულა კი უფრო მეტი შევიწროების იყო. ამიტომ სხვადასხვა მანძილზე წარმატებული სროლა ორი(მეტ-ნაკლები შევიწროების) ლულის დროს არ ძნელდება. რაც შეეხება ამერიკას, აქ ნადირობაში უმეტესწილად ავტომატურებს იყენებდნენ. ერთი ლულის პირობებში კი სხვადასხვა შევიწროების(შესაბამისად დისტანციის) პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ორ ან მეტ იარაღს შეეძლო. არადა რამდენიმე თოფის სანადიროდ ტარება არც ისე ადვილია. ამიტომ სწორედ ამერიკაში, დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ შეიქმნა სახსნელი ჩოკები, რომლებიც ადვილი სატარებელი იყო და მათი ცვლაც არანაირ დისკომფორტს არ ქმნიდა ნადირობის დროს. ამ აღმოჩენამ სწრაფად ჰპოვა მოწონება და მალე გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე სახსნელ ჩოკებზე კეთდება ნაჭდევები, რომელიც შესაბამისად აღნიშნავს მის ზომას.

1) სახსნელი ჩოკი ნაჭდევის გარეშე არის ცილინდრი ანუ 0
2) სახსნელი ჩოკი 4 ნაჭდევით არის გაუმჯობესებული ცილინდრი ანუ 0,25
3) სახსნელი ჩოკი 3 ნაჭდევით არის 1/2 ჩოკი ანუ 0,5
4) სახსნელი ჩოკი 2 ნაჭდევით არის 3/4 ჩოკი ანუ 0,75
5) სახსნელი ჩოკი 1 ნაჭდევით არის სრული ჩოკი ანუ 1,0

ნაჭდევების ნაცვლად შეიძლება აღნიშნული იყოს * ასეთი ვარსკვლავითაც(რაოდენობა იმდენივე, როგორც პატარა ნაჭდევების დროს). ცილინდრის შემთხვევაში აღინიშნება 5 ვარსკვლავით
როგორც აღნიშნავენ, ნაჭდევების(ან ვარსკვლავების) რაოდენობა უმეტესწილად ემთხვევა ამ პოსტში მოყვანილ რაოდენობას, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც!
მაგ. ერთ-ერთი თურქული თოფის პატრონი აღნიშნავს, რომ ნაჭდევების რაოდენობა არ დაემთხვა ზომას(დიამეტრს).

ჩასწორებულია , devi - ს მიერ

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

ჩემი სტატია მქონდა ამ თემაზე დაწერილი ადრინდელ საიტზე და დახურეს ის საიტი და ვეღარ გადმომაქვს თორე მივამატებდი ამას. თუ ვნახე სადმე შენახული დავდებ აუცილებლად. 
კარგად არის აქ ახსნილი ყველაფერი.  :good:

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

დავაკორექტირე აუცილებელი განმარტება დავტოვე პოსტში

 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

გამოხმაურების დასამატებლად დარეგისტრირდით ან შედით სისტემაში

გამოხმაურებლის დასამატებლად აუცილებელი პირობაა დარეგისტრირებული იყოთ საიტზე. შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ წამიერად, Facebook - ის საშუალებით

რეგისტრაცია საიტზე

დარეგისტრირდი საიტზე ან გაიარეთ რეგისტრაცია Facebook - ით და გახდით საიტის სრულფასოვანი წევრი. სულ რამდენიმე წამის საქმეა

რეგისტრაცია

საიტზე შესვლა

უკვე რეგისტრირებული ხართ? გამოიყენეთ შესვლის ღილაკი და შეიყვანეთ თქვენი სახელი/ელ-ფოსტა და პაროლი. ან შედით Facebook - ით წამიერად

საიტზე შესვლა


ვიზიტორთა მთვლელები