Welcome to Inadire.Ge/forum - ფორუმი

მოგესალმები სტუმარო. საიტი ეძღვნება მათ ვისთვისაც მნიშვნელოვანია ბუნება და მისი დაცვა. თქვენ შეგიძლიათ სტუმრის სტატუსით თვალი ადევნოთ ყველა თემას, მიიღოთ უამრავი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია/რჩევა სხვების დისკუსიების კითხვით. თუ გინდათ რომ საიტის სრულ უფლებიანი წევრი გახდეთ, ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია და სისტემაში შესვლა

კარჩხანა(კარასი)  -

imgres.jpg

თევზი კობრისებრთა ოჯახიდან.
კარჩხანა ბინადრობს საქართველოს თითქმის ყველა წყალსატევში, მაღალმთიანი ზონის გარდა. ძირითადად გავრცელებულია ვერცხლისფერი კარჩხანა.

კარჩხანა  უნივერსალური თევზია რომელიც ფლობს გადარჩენის ხელოვნებას და წყალსატევის მონოპოლიზირების ტექნოლოგიებს.ზამთარში ამ თევზს შეუძლია წყალსატევის ფსკერის გამოჩიჩქვნა და დაახლოებით 50 სმ-ის სიღრმეზე ჩაძვრომა მიწაში, სადაც ატარებს ცივ და სუსხიან ზამთარს, ასევე იმალება ფსკერში  თუ წყალსატევში წყალი დაშრა გვალვის დროს.

კარჩხანას ჭერის საუკეთესო პერიოდებია - მაისის ბოლოდან აგვისტოს ბოლომდე.
იჭერენ კარჩხანას ტივტივიანი ანკესებით, ფსკერული მეთოდით. სატყუარად იყენებენ თეთრ ჭიას, წითელ ჭიას, მანის თქვეფილს, პურს და სხვა.

 

 

9a3565fdcd95.jpg

საუკეთესო დრო კარჩხანას საჭერად არის განთიადი. ზაფხულში ზრდილი კარჩხანა კარგად მოდის მზის ჩასვლიდან დაბნელებამდე. შეიძლება ითქვას რომ კარჩხანა საკმაოდ არასტაბილური მოსვლით გამოირჩევა. იმ ტბებშიც კი სადაც იგი დიდი რაოდენობითაა, შეიძლება უნადავლოდ დავრჩეთ. ამიტომ კარჩხანაზე თევზაობისას სატყუარებით ექსპერიმენტირება არ უნდა დაგვეზაროს.
გაზაფხულზე კარჩხანას ჭერის სეზონი სადღაც მარტის დასაწყისიდან იწყება. ამ დროს წყალი ჯერ კიდევ საკმაოდ ცივია, გამჭვირვალე და საკვებით ღარიბი. ამ პერიოდში იგი საკმაოდ ფრთხილია, ვინაიდან მას წყალმცენარეების სახით ბუნებრივი თავშესაფარი არ აქვს, ამიტომ იგი ნაპირიდან საგრძნობ დაშორებაზე დგას, ამ პერიოდში მისი ჭერა ფსკერული მეთოდით, ფიდერით, ყველაზე მოხერხებულია.
გაზაფხულზე დამატებითი საკვების ჩაყრა არ არის რეკომენდირებული, საკმარისია ის რომელსაც საკვებურაში შევაკეთებთ. სატყუარად გაზაფხულის კარჩხანაზე იყენებენ წითელ ჭიას, ამ დროს ხომ თევზი საკმაოდ მშიერია და მას ცხოველური წარმოშობის საკვები უნდა. 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

მინდა ბასეინის გაკეთება და რომელიცი ქნება 2მეტრო სიღრმის ,4მეტრო განი და 10მტრო სიგრძის,თუმცა წყალი არ იქნება ხშირი დინების.გარკვეული რაოდენობის შემდინარე წყალი კი იქნება უწყვეტად თუმცა არა დიდი რაოდენობით.მაინტერესებს თუ იცოცხლებს ასეთ პირობებში კარასი

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

კი იცოცხლებს მთავარია წყალი ჰქონდეს ბასეინში

 

ამ პოსტის გაზიარება


პოსტის ლინკი
სხვა საიტებზე გაზიარება

გამოხმაურების დასამატებლად დარეგისტრირდით ან შედით სისტემაში

გამოხმაურებლის დასამატებლად აუცილებელი პირობაა დარეგისტრირებული იყოთ საიტზე. შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ წამიერად, Facebook - ის საშუალებით

რეგისტრაცია საიტზე

დარეგისტრირდი საიტზე ან გაიარეთ რეგისტრაცია Facebook - ით და გახდით საიტის სრულფასოვანი წევრი. სულ რამდენიმე წამის საქმეა

რეგისტრაცია

საიტზე შესვლა

უკვე რეგისტრირებული ხართ? გამოიყენეთ შესვლის ღილაკი და შეიყვანეთ თქვენი სახელი/ელ-ფოსტა და პაროლი. ან შედით Facebook - ით წამიერად

საიტზე შესვლა


ვიზიტორთა მთვლელები